2021 წლის Top 10 ხელმისაწვდომი ავტომობილი
Aa
Aa

2021 წლის Top 10 ხელმისაწვდომი ავტომობილი

ავტომობილის ხელმისაწვდომობა მყიდველისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაზე იაფი სუვი და პიკაპიც კი იმდენად ძვირია, რომ ბევრი ადამიანისთვის ის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, დღეს ნებისმიერი საბაზისო მოდელიც კი უსაფრთხოების საკმარისი ფუნქციებითაა აღჭურვილი. 

ჩვენს ტოპ 10-ში სუბკომპაქტური ან კომპაქტური ავტომობილები მოხვდა, რომლებიც მართალია იაფი ღირს, მაგრამ ყველა საჭირო, თანამედროვე ფუნქციებითაა აღჭურვილი. 


10. 2021 Hyundai Elantra | $20,645

ამ ავტომობილის საბაზისო ფასი $20,645-ია. თუმცა, შეხედულებით მასზე ბევრად ძვირ ავტომობილებს არ ჩამოუვარდება. მართალია, მას ისეთივე დიდი დისკები არ აქვს, როგორც სხვა ავტომობილებს, რომლებსაც ჩვენს გვერდზე შეხვდებით, მაგრამ მისი გამოკვეთილი სტილი სხვებისგან გამოარჩევს. Elantra-ში Sonata-ს ბევრ დეტალს შენიშნავთ. კომპაქტური სედანი თანამედროვედაა აღჭურვილი. საბაზისო მოდელსაც კი ბრმა წერტილის მონიტორინგი, ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი, Apple CarPlay და Android Auto აქვს.


9. 2021 Nissan Sentra | $20,335


Nissan Sentra 2020 წლის განახლების შემდეგ შესანიშნავად გამოიყურება. მოსაწყენი ექსტერიერი, იაფი ინტერიერი და მოუხერხებელი მართვადობა წარსულს ჩაბარდა. ამ ავტომობილს ახლა სტილი აქვს და ყველა სხვა ასპექტიც გაუმჯობესებულია. ახლა ის ხელმისაწვდომობის გარდა, დახვეწილ ავტომობილადაც მიიჩნევა და მასში გადახდილი თითოეული თეთრი ღირს.


8. 2021 Volkswagen Jetta | $19,990


თუ თქვენ ტევად კომპაქტურ სედანს ეძებთ, რომლის მართვადობაც და ინტერიერიც ხარისხიანი იქნება, მაშინ ეს Jetta თქვენთვისაა. LED მაშუქები წინ და უკან, სრულყოფილი საინფორმაციო-გასართობი სისტემა და 16-იანი ალუმინის დისკები და თანაც ეს ყველაფერი $20,000-ზე ნაკლებად. $500-ით მეტის გადახდის შემთხვევაში VW ბრმა წერტილის მონიტორინგს, ავტომატური დამუხრუჭების სისტემას, სარკეების გათბობას დაამატებს. 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სტანდარტულია, 8-სიჩქარიანი ავტომატური კი დამატებითი არჩევანია.

 

7. 2021 Subaru Impreza Sedan | $19,720


ჩვენს სიაში საბაზისო Subaru Impreza-ც მოხვდა. ის ერთადერთი ავტომობილია ამ სიაში, რომელიც ოთხივეწამყვანია და თანაც ეს სტანდარტული ფუნქციაა. თუმცა, $20,000-ზე ნაკლებ ფასად მხოლოდ სედანის შეძენაა შესაძლებელი. ჰეჩბექი კი შედარებით ძვირი დაგიჯდებათ. ყველა ეგზემპლარზე Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია. თუ $1,300-თ უფრო ძვირიან, ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან ვერსიას აირჩევთ, მაშინ Subaru უსაფრთხოების ფუნქციებსაც დაამატებს. ეს ადაპტურ კრუიზ კონტროლს, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემას და ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილების სისტემის ქონას ნიშნავს.


6. 2021 Kia Forte | $18,855


მართალია, Kia Forte კომპაქტური სედანია, მაგრამ ის უსაფრთხოების სისტემებითაა სავსე: ავტომატური დამუხრუჭება, ზოლში დარჩენის დამხმარე და ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილების სისტემა, წინა შეჯახებაზე გაფრთხილება სტანდარტული ფუნქციებია. ავტომატური მაშუქებიც სტანდარტულია. 8.0-ინჩიანი სტანდარტული ეკრანი Android Auto-სა და Apple CarPlay-ს გვთავაზობს. ავტომატური გადაცემათა კოლოფის არჩევის შემთხვევაში ფასს $900 დაემატება, თუმცა, საერთო ღირებულება მაინც $20,000-ზე ნაკლებია.


5. 2021 Kia Rio Sedan | $17,015


Kia Rio 2021 წლისთვის განახლებულია. ექსტერიერი დახვეწილია. სალონში კი ახალი, 8-ინჩიანი სენსორული ეკრანია. განახლებული დაკიდების სისტემა კომფორტულ მართვადობას გვთავაზობს. ძრავაც საკმარისია, თუ მისგან ზედმეტს არ მოითხოვთ. Impreza-ს შემთხვევის მსგავსად, ამ ფასად სედანს მიიღებთ. თუ ჰეჩბექის შეძენა გსურთ, მაშინ თანხის დამატება მოგიწევთ.


4. 2021 Hyundai Accent | $16,390


საბაზისო Hyundai Accent-ი იმაზე კარგია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის ერთადერთი Accent-ია, რომლისთვისაც მექანიკური გადაცემათა კოლოფი სტანდარტულია. ძრავაც საკვირველად ძლიერი და სახალისოა. გარდა იმისა, რომ სწრაფია, ამ ავტომობილის ინტერიერი ხარისხიანი და კომფორტულია. რა თქმა უნდა, უფრო ძვირიანი ვერსიები მეტად დახვეწილია, თუმცა, იმედს არც საბაზისო მოდელი გაგიცრუებთ და ფულსაც დაგიზოგავთ.


3. 2021 Nissan Versa | $15,855

Nissan Versa ავტომოყვარულების ხუმრობის საგანი არაერთხელ გამხდარა. დიდი ხნის განმავლობაში ის ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი იყო, თუმცა, 2020 წლის განახლებამ მასზე შექმნილი წარმოდგენები თავდაყირა დააყენა. Versa-ს ახლა განახლებული ექსტერიერი, გაუმჯობესებული ინტერიერი და კომფორტული მართვადობა აქვს. ის დღესაც ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ავტომობილია, თუმცა, ამაზე მისი ხარისხი აღარ მეტყველებს.


2. 2021 Mitsubishi Mirage Hatchback | $15,565

ეს ავტომობილი ჩვენს Top 10-ში უკვე მეორედ მოხვდა. პირველად, როგორც 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე ნელი ავტომობილი, ახლა კი, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი. მის დაბალ ფასს, როგორც უკვე მიხვდებოდით, მისი ტექნიკური მონაცემებიც განაპირობებს. 1.2-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავა მხოლოდ 78 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 7-ინჩიანია. Mirage სედანის ფორმითაცაა ხელმისაწვდომი, თუმცა, Mirage G4 შედარებით ძვირი ღირს.

1. 2021 Chevrolet Spark | $14,395


Mirage-ს მსგავსად, ყველაზე ნელების სიაში ეს ავტომობილიც მოხვდა. ახლა კი Top 10 ხელმისაწვდომ ავტომობილებში პირველ პოზიციას იკავებს, Spark-ს GM Korea აწარმოებს. ეს არის ბიუჯეტური, საოჯახო, მცირე ზომის ავტომობილი. შესაბამისად, ისიც პრაქტიკულობასა და მგზავრებისთვის კომფორტულობაზეა გათვლილი. ამ ყველაფერს კი ტექნიკური მაჩვენებლები შეეწირა. 1.4-ლიტრიანი ძრავა უხალისოა, თუმცა, ეკონომიური. სალონში 7-ინჩიანი სენსორული ეკრანია. 50-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სტანდარტულია. Spark-ის ყველა მოდელი $20,000-ზე ნაკლები ღირს.

მსგავსი სიახლეები