Aa
Aa

2021 წლის BMW M3 Competition-ს შთამბეჭდავი აჩქარება აქვს

მასიური ცხაურის მიღმა უზარმახარი წარმადობა იმალება.

2021 წლის BMW M3 Competition-ი, დიზაინის კუთხით, შესაძლოა ყველას არ მოსწონდეს, მაგრამ ამ ავტომობილის სხვა ასპექტების დაკნინება შეუძლებელია. მისი ახალი ორტურბინიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა 503 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

ეს რიცხვები კი წინა მოდელთან შედარებით ბევრად მეტია. მწარმოებლის მიხედვით, ასეთი სიმძლავრე BMW M3 G80-ს 0-დან 100-მდე 3.8 წამში აჩქარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 290 კმ/სთ-მდე ელექტრონულადაა შეზღუდული.

რამდენად შეესაბამება ფურცელზე დაწერილი მონაცემები რეალობას? ეს კითხვა ერთ-ერთმა იუთუბერმა დასვა და პასუხის გაცემაც თავად სცადა.

ჩქაროსნულ გარბენში მონაწილეობა Brooklyn Grey-ის ფერში შეღებილმა M3-მმა მიიღო. ვიდეო გერმანიის ავტობანის ისეთ მონაკვეთებზეა გადაღებული, სადაც სიჩქარის შეზღუდვა არ არის დაწესებული. 3er-ს კი ასეთ გარემოში იმედები არ გაუცრუებია.

ვიდეოში ნაჩვენები GPS მოწყობილობის მიხედვით, კუდის მოთამაშე Bimmer-მა 0-დან 100 კმ/სთ-ს 3.77 წამში მიაღწია. ეს მონაცემი კი მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე უკეთესია. გაოცება მაქსიმალურმა სიჩქარემაც გამოიწვია. აქსელერატორის სატერფულის ბოლომდე დაჭერისას სპიდომეტრზე 297 კმ/სთ იყო გამოსახული, რაც GPS-ის სისტემამ 293 კმ/სთ-ად აღიქვა.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი ელემენტი M3 Competition-ის მაყუჩებიდან წამოსული ხმა გახლათ. დიდებული ხმა და საოცარი წარმადობა გვაძლევს უფლებას, რომ BMW-ს პოლარიზებული წინა სარტყელის შექმნა ვაპატიოთ. თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ახალი დიზაინით ყველას გემოვნების დაკმაყოფილება საკმაოდ რთული საქმეა.

მსგავსი სიახლეები