AMG აფრთიანებს: ჰამილტონმა ფერშტაპენი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ფორმულა 1-ს 2021 წლის სეზონი დაიწყო და მაყურებელმა ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა იხილა!
კორონავირუსის გამო, სეზონი ბაჰრეინის გრან პრიმ გახსნა. ტესტირებების და კვალიფიკაციის შემდეგ ახალი სეზონი ნეიტრალური მაყურებლისთვის იმედისმომცემად გამოიუყურებოდა.
Mercedes-ს გუნდს DAS სისტემის გამოყენება აეკრძალა. საუბარი იყო იმაზეც, რომ გუნდს თითქოს პრობლემები ჰქონდა. კვალიფიკაციის შედეგებით პოლ პოზიციაზე მაქს ფერშტაპენი აღმოჩნდა. „რედ ბულის“ გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა. თუმცა, რბოლაზე ყველაფერი ნაცნობი სცენარით წარიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ჰამილტონს დარჩა. პიტ სტოპების შემდეგ ფერშტაპენმა ბრიტანელისთვის გასწრება შეძლო, თუმცა, მას პოზიციის უკან დაბრუნება მოუხდა. მიზეზი ის იყო, რომ ნიდერლანდელმა ტრასის საზღვრები დაარღვია.
ჰამილტონის და ფერშტაპენის ბრძოლის გარდა, მთელი ყურადღება დებიუტანტებისკენ იყო მიპყრობილი. ფერნანდო ალონსოს დაბრუნება და სებასტიან ფეტელის პირველი რბოლა Aston Martin-ის ბოლიდით ფორმულა 1-ს ყველა ნამდვილი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო.
ყველაზე წარმატებული რბოლა იუკი ცუნოდასთვის აღმოჩნდა, რომელმაც ბაჰრეინის გრან პრიზე თავისი პირველი ქულების მოპოვება შეძლო. ფერნანდო ალონსომ და ნიკიტა მაზეპინმა რბოლის დასრულება ვერ შეძლეს. მიკ შუმახერი მეთექვსმეტე ადგილს დასჯერდა, ფეტელმა კი, საჯარიმო ქულების გამო, რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყო და რბოლის ბოლოს მეთხუთმეტე ადგილას აღმოჩნდა.
„ფერარის“ გუნდიც თითქოს უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა, პილოტები მხოლოდ მეექვსე (ლეკლერი) და მერვე (საინსი) ადგილებს დასჯერდნენ.
საბოლოოდ, პოდიუმზე ჰამილტონი, ფერშტაპენი და ბოტასი აღმოჩნდნენ. ფინელმა პილოტმა ბაჰრეინის გრან პრიზე ყველაზე სწრაფი წრე დააფიქსირა.
უნდა აღინისნოს, რომ ამ რბოლაზე ლუის ჰამილტონმა მიხაელ შუმახერის კიდე ერთი რეკორდი მოხსნა - ყველაზე მეტი 5126 წრე ლიდერობისას.
როდის გადაწყდა რბოლის ბედი?
29/56 - ჰამილტონი ახალ საბურავებზეა! Mercedes-ი სტრატეგიით Red Bull-ის დაბნევას ცდილობს. ბრიტანელი ხისტ საბურავებზეა. ნიშნავს ეს სამსტოპიან სტრატეგიას?
40/56 - ფერშტაპენის უსწრაფესი სტოპი! ყველაფერი ფერშტაპენის ხელშია. შეძლებს ჰამილტონი რბოლის ბოლომდე საბურავების შენარჩუნებას?
52/56 - ფერშტაპენი რბოლის ლიდერია! Red Bull-ი გასწრებისას ტრასიდან გადავიდა. ჰამილტონი რბოლის კონტროლთან ამაზე აუცილებლად იჩივლებს!
52/56 - ჰამილტონი ისევ ლიდერია! ფერშტაპენს პოზიციის დაბრუნება მოუწია. მაქსმა კიდევ უნდა სცადოს. ნამდვილი დრამაა.
ჰამილტონი ბაჰრეინის გრან პრის გამარჯვებულია! მან საბურავების საუკეთესო კონტროლი აჩვენა.
დღის საუკეთესო რადიო
„ასე თუ მოვიქცევი, რბოლის ბოლომდე ვერ მივალ“. - ასე უპასუხა ჰამილტონმა სარბოლო იჟინერის ბრძანებას რბოლის დარულებამდე 20 წრით ადრე ტემპის მომატებაზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დაძაბული იყო ბრძოლა. ჰამილტონს საბურავების მენეჯმენტის საუკეთესო უნარი ყველასთვის კარგად ცნობილია.
შემდეგი რბოლა 18 აპრილს იტალიაში, იმოლას Emilia Romagna ტრასაზე გაიმართება და მაქს ფერშტაპენი პოდიუმის უმაღლესი საფეხურისთვის ისევ იბრძოლებს. Red Bull-ის გუნდში შესანიშნავ ფორმაშია და, როგორც სეზონის დასაწყისიდან ჩანს, Mercedes-ის გუნდისთვის კონკურენციის გაწევას მხოლოდ ის შეძლებს.