უიშვიათესი Brabus C3.8S-ი Mercedes C32 AMG-ის ალტერნატივაა
Aa
Aa

უიშვიათესი Brabus C3.8S-ი Mercedes C32 AMG-ის ალტერნატივაა

60 სპეციალური ეგზემპლარიდან ერთ-ერთი W203 აუქციონზე იყიდება.

Mercedes C63 შესაძლოა მალე V8-დან ჩამოქვეითდეს და ერთრიგა 4-ცილინდრიანი ძრავით ვიხილოთ. მოვლენები თუ ასე განვითარდა, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც AMG C-Class-ს მომცრო ძრავით ვიხილავთ. ოფიციალურად პირველი W202 AMG C-ი 3.6-ლიტრიან ერთრიგა ძრავას იყენებდა.

„მერსედესის“ M112 V6-იდან მეტი სიმძლავრის ამოსაღებად AMG-მ ორმაგი სპირალის სუპერჩარჯერი დაამონტაჟა. შედეგად კი მაშინდელი BMW M3-ისვის არაკომფორტული, 350 ცხენისძალა იქნა მიღებული. W203-ის სისწრაფისთვის კი Brabus-მა აგრეგატის მოცულობის გაზარდა გადაწყვიტა. ასე და ამგვარად C3.8S-ი დაიბადა.

ძრავის შიგნეულობების გაუმჯობესების მიუხედავად, Brabus-ის მოდელი 300 ცხენის ძალასა და 400 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ეს მონაცემი კი C32-თან შედარებით მნიშვნელოვნად ცოტა იყო.

C3.8S-ს დაკიდების სისტემაც შეცვლილი და გაუმჯობესებული ჰქონდა. ავტომობილის სიმძლავრის საკონტროლებლად კი დიდი ზომის მუხრუჭები იქნა გამოყენებული. რა თქმა უნდა, შეიცვალა დიზაინიც - მანქანას Brabus-ის საფირმო ბამპერები, თაღი და ორსხივიანი დისკები დაუმონტაჟდა. თავდაპირველი გეგმა 100 ასეთი ეგზემპლარის შექმნას გულისხმობდა, თუმცა, ბოლოს საწარმოო ხაზმა 50-60 ერთეული მოიცვა.

სურათზე ნაჩვენები ავტომობილი 36-ეა. ახლა ის დიდ ბრიტანეთში იმყოფება. გასულ წელს მისი იმპორტი იაპონიიდან განხორციელდა. საინტერესო ის ფაქტიც გახლავთ, რომ მიუხედავად მარჯვენასაჭიანი ქვეყნებისა, ავტომობილს სამართავი ბერკეტი მარცხნივ აქვს. Brabus-მა ეს მოდელი მხოლოდ მარცხენასაჭიანად ააწყო.

მსგავსი სიახლეები