VW Transporter-ი 70 წლის გახდა
Aa
Aa

VW Transporter-ი 70 წლის გახდა

VW Transporter-ი შთამბეჭდავ 70-ე დაბადების დღეს ზეიმობს.

როცა ფიქრობ ავტომობილებზე, რომლებმაც დროს გაუძლო, პირველი Chevrolet Suburban-ი გახსენდება, რომელიც წარმოებაში 1935 წელს ჩაეშვა და ყველაზე დიდ ხანს წარმოებული ავტომობილია. Ford F-Series-ს სატვირთოებიც ამ გზას ადგას. ეს ავტომობილები 1948 წელს გამოჩნდა.

ამ სიაში  VW Beetle-ც შევიდოდა, რომ არა გერმანული ავტომწარმოებლის განცხადება, მისი წარმოების შეწყვეტის შესახებ. თუმცა, კიდევ ერთი „ფოლკსვაგენი“ არსებობს, რომელმაც დროს გააუძლო და ეს Transporter-ია.  

მსოფლიოს მასშტაბით 13 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ის თავის 70-ე იუბილეს ზეიმობს და ყველაზე დიდ ხანს წარმოებულ ავტომობილად მიიჩნევა. პირველი Transporter-ი 1950 წლის 8 მარტს გამოვიდა. მას ასევე  Bulli-ს, Kombi-სა და VW bus-ს უწოდებდნენ.

1949 წელს T1 ხელნაკეთი ვენი იყო უკანა ძრავით. მასში 8 ადამიანი თავსდებოდა. 750 კილოგრამს უმკავდებოდა. 1967 წლისთვის 1.9 მილიონი Transporter T1 იყო გაყიდული.

T6.1 2019 წელს გამოჩნდა. დღეს ის თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და პირველი T1-ის საპატივსაცემოდ ორ ფერშია შეღებილი.  

მსგავსი სიახლეები