10 მცირე ზომის ყველგანმავალი ავტომობილი
გიყვართ უგზოობაში სიარული? ფიქრობთ, რომ გზის უსწორმასწორო ზედაპირს კარგად მხოლოდ დიდი ზომის, ნორმაზე მაღალი კლირენსის ავტომობილი უმკლავდება? მაშინ თქვენ ცდებით. Suzuki Jimny იმის მაგალითია, რომ უგზოობის მტერი მხოლოდ დიდი, სრული ზომის ავტომობილი არაა.
ამ სიაში კი თქვენ მცირე ზომის 10 ავტომობილს შეხვდებით, რომლებიც უგზოობას შესანიშნავად უმკლავდება.
Suzuki SJ-series
თანამედროვე Ignis-ის გარდა, Suzuki-ს Jimny-ს ბაბუა, პატარა და კომფორტული SJ/Samurai ჰყავს. ეს ავტომობილი 70-იანებში დაიბადა. მისი იდეა იგივე იყო, რაც Jimny-ს. 90-იანებში Samurai-ს საბურავის შეუხედავი, ფართო თაღები დაუმატეს. ბევრი თანამედროვე ყველგანმავალი ამ ფუნქციას უფრო ცუდად უმკლავდება, ვიდრე ჩვენს სიაში აღმოჩენილი ეს ავტომობილი თავისი 1.3-ლიტრიანი ძრავით.
Fiat Panda 4x4
ეს ავტომობილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გადაადგილების საშუალება. შეუძლებელია, გქონდეს მასთან შეხება და სადღაც გულის სიღრმეში სამუდამოდ არ დარჩეს. ჯუჯარიოს დიზაინით შექმნილი Panda, 1983 წლიდან, Steyr-Puch-ის AWD სისტემითაა აღჭურვილი. ეს ავტომობილი დღემდე იმაზე უფრო პოპულარულია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. განსაკუთრებით კი იმ მდიდარ ადამიანებს შორის, ვისაც ალპებში სიარული უყვართ.
VW Golf Cross Country
Steyr-Daimler-Puch-ის აღჭურვილი კიდევ ერთი ავტომობილი Cross Country-ა, რომელიც Golf-ის მეორე თაობაზეა დაფუძნებული, მაგრამ მასზე 21 სანტიმეტრით მაღალი და უკეთ მომზადებულია. რა შეიძლება იყოს ოთხივეწამყვან ჰეჩბექზე სასიამოვნო სამართავი?
Lada Niva
„ნივა ყველგან მივა“ გამოთქმის მოგონებას თავისი მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. თავის დროზე ეს ოთხკუთხედი, რუსული ავტომობილი ინოვაციური იყო. მას ძლირი კონსტრუქცია და დაკიდების სისტემა ჰქონდა. 1977 წელს მის დიზაინერებს უნდოდათ, რომ Niva-ს Renault 5-ის ან Land Rover-ის შასი ჰქონოდა და მიამსგავსეს კიდეც.
Subaru Brat
AWD მოკლე პიკაპი Brat ანუ Bi-drive Recreational All-terrain Transporter-ი პირველად 1978 წელს გამოჩნდა. ავსტრალიაში მას Brumby-ს უწოდებენ. ყველა მათგანს EA-71 (1.6-ლიტრიანი) ან EA-81 (1.8-ლიტრიანი) 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. Niva-ზე რა გითხრათ, მაგრამ ამ ავტომობილს მართლა ყველგან მისვლა შეუძლია. სწრაფი არაა, მაგრამ სწორი საბურავები აქვს შერჩეული. თუ გამოცვლა დაგჭირდებათ, დამატებითი საბურავი კაპოტის ქვეშაა.
Mitsubishi Delica
ეს ავტომობილი, რომელიც ძირითადად ტურისტების გადასაყვანად გამოიყენება ხოლმე, Pajero-ს შასიზეა შექმნილი. AWD ვერსიები, ერთი შეხედვით, ბორბლებზე შეყენებული ყუთის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა მისი ექსტერიერი, ავტომობილი თავის ფუნქციას კარგად ასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ თავისი კლასისთვის ეს ავტომობილი საკმაოდ კარგადაა აღჭურვილი.
Dacia Duster
ახალი Duster-ი დაახლოებით £12 000 ღირს. ფასი მონაცემების ადეკვატურია. ეს ავტომობილი უგზოობაში იმაზე კარგად გამოიყურება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ეს ალბათ ფსიქოლოგიურ მომენტთანაც არის დაკავშრებული. თუ შემთხვევით მას გაკაწრავთ თავს იმით დაიმშვიდებთ, რომ ეს Range Rover-ი არაა.
Land Rover Lightweight
სინამდვილეში ეს Land Rover IIA-ა, რომელსაც ყველაფერი ზედმეტი მოხსნეს, გააშიშვლეს და მხოლოდ აუცილებელი ნაწილები დატოვეს. ის 10.2სმ-ით შევიწროებულიცაა. ეს ავტომობილი ძირითადად სამხედრო მიზნებით გამოიყენებოდა. მოგვიანებით კი უფრო ფართო დანიშნულება შეიძინა. ძველი ექსტერიერი კი პოპულარობის მოპოვებაში კარგად დაეხმარა.
Citroen Mehari
ეს ავტომობილი Land Rover Lightweight-ს მოგაგონებთ. Mehari-ს პლასტმასის პანელები და მოხსნადი რბილი სახურავი აქვს. ყველაზე გასაოცარი 2CV-წარმომავლობის დაკიდების სისტემა და მისი წონაა (535კგ).
Renault Kangoo Trakka /X-Track 4x4
ვენზე დაფუძნებული მცირე ზომის MPV 4x4 სისტემით. საინტერესოა, არა? თავდაპირველად მას უფრო დიდი ზომის Renault Scenic RX4-ს ძრავა ჰქონდა. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ მიეღოთ რაღაც Panda 4x4-ს მსგავსი. თანაც იმ ადამიანების გულის მოგებაც უნდოდათ, ვისთვისაც SUV-ი ხელმისაწვდომი არ იყო. ბოლოს კი საუკეთესო ბალანსს მიაგნეს. 1.9-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავით, ამ ავტომობილს ყველაფერი შეეძლო. Renault-ი ამ მანქანას X-Track-ის სახელით ჯერ კიდევ აწარმოებს.