ატლანტაში გზა მოზვერმა გადაკეტა
ეს ისტორია ამ მოზვერს სხვა მოზვრებში პოპულარობას მოუტანს!
ისტორიები იმაზე, თუ როგორ ჩაკეტა ამა თუ იმ ცხოველმა გზა სახალისოა. თუმცა, მათთვის არა, ვისაც იმ საცობში დგომა მოუწია. მსგავსი შემთხვევა ხშირად ხდება. ერთხელ ეს დედა ლამამ გააკეთა, მეორედ კოალამ... ახლა კი ატლანტას გარეუბანში გზა მოზვერმა გადაკეტა.
ადგილობრივი მედიასაშუალების ცნობით მოზვერი ტრასაზე რამდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილდებოდა, რამაც საცობები და რამდენიმე ავარიაც კი გამოიწვია.
ცხოველის გზიდან გასაყვანად პოლიცია გამოიძახეს. ამ საქმეს რამდენიმე ოფიცრის ჩარევა დასჭირდა. თუმცა, ეს ადგილობრივის დახმარების გარეშე ვერ შეძლეს. რა მეთოდით ცდილობდა პოლიცია მოზვრის გაყვანას, სანამ მათ ადგილობრივი თოკით დაეხმარებოდა, უცნობია. პოლიციას თავის პოსტში ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
Chasing people is a norm for officers. However, chasing cows on the interstate... not so much. This morning, Dunwoody...
Posted by Dunwoody Police Department on Saturday, April 3, 2021
როგორც ამბობენ, მოზვერი მისაბმელიდან გადმოვარდა და გზაზე მარტო დარჩა. წარმატებული ოპერაციის შემდეგ ის თავის პატრონს დაუბრუნეს. ცოტა ხნით, თუმცა, თავისუფლების მოპოვების ისტორია მას ფერმაზე ლეგენდარულ მოზვრად აქცევს.