თქვენი BMW E60-ისთვის M3-ის ადაპტირებული ბამპერი გამოვიდა
Aa
Aa

თქვენი BMW E60-ისთვის M3-ის ადაპტირებული ბამპერი გამოვიდა

თუ თქვენი E60 მეხუთე სერიის ცხაურა არ მოგწონთ, მისი შეცვლა M2 Competition-ის ბამპერითაც შეგიძლიათ.

ვთქვათ, თქვენ 2003 წლიდან 2010 წლამდე წარმოებულ BMW 5 Series-ს ფლობთ. ეს ავტომობილი მოძველდა და დიდი ალბათობით მისი სახის გამომეტყველების ყურება მობეზრებული გაქვთ. ჩინეთის Taobao-ს ონლაინ ბაზარზე ერთ-ერთი გამყიდველი, მეხუთე სერიისთვის, სპეციალურად შექმნილ ადაპტირებულ ბამპერებს ყიდის, რომელიც ახალი M3-ისა და M2 Competition-ის დიზაინითაა შთაგონებული.

საორიენტაციოდ გეტყვით, რომ M2-ის ცხაურა 275$-ის ექვივალენტი ღირს, ხოლო დიდპირიანი ვერსია - 382$. ორივე მათგანი მსურველს შეუღებავი მიეწოდება.

ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მორგება საკმაოდ ულამაზო და არაზუსტია. ორივე დიზაინს ხუფთან საკმაოდ დიდი ღია სივრცე აქვს დარჩენილი.

ამ მოდიფიკაციაში, თუ მას მოდიფიკაციას ვუწოდებთ, საინტერესო ის არის, რომ თქვენი BMW ახლებური ხდება. E60 დიზაინერულ შტრიხს 2022 წლიდან იღებს. ეს მცირე ელემენტი კი ავტომობილს ახლებურს ხდის, რაც თვალისთვის ნამდვილად მიუჩვეველია.

E60 მეხუთე სერიის წარმოება 2003 წლიდან 2010 წლამდე გაგრძელდა. აშშ-ში კი პირველი მოდელი 2004 წელს გაიყიდა. იმ დროისთვის ავტომობილის წინა მაშუქები პოლარიზებულად იყო აღქმული. ამ მიზეზით, დიზაინს ხშირად აკრიტიკებდნენ.

E60-ის M5 კი გამორჩეული 5-ლიტრიანი V10 ძრავით გახლდათ, რომელიც 500 ცხენის ძალას გამომიმუშავებდა და 8 000 ბრუნამდე ტრიალებდა. ევროპაში ავტომობილი რობოტიზებული ავტომატური 7-სიჩქარიანი კოლოფით იყიდებოდა, ხოლო აშშ-ში მისი შეძენა 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც შეიძლებოდა. ასევე, ევროპული ბაზრისთვის ექსკლუზიურად M5-ის უნივერსალი ვერსიაც გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები