Aa Aa
12 აპრილი 2021  |  11:21

ატელიე BMW M2-ს 731-ცხენისძალიანი Finale Edition-ით ემშვიდობება

ალბათ, ყველაზე ძლიერი M2 Competition-ი რაც აქამდე გვინახავს.

უკანაწამყვანი ავტომობილი 6-ცილინდრიანი ძრავით და თავისი ზომისთვის საკმარისზე მეტი ძალით - BMW M2 ენთუზიასტებისთვის ნამდვილი ოცნებაა. წელს კი ის ბოლო ნაბიჯებს ითვლის. მეორე სერიის კუპეს დებიუტი წლის ბოლოს შედგება. M ვერსიას კი 2022 წელს უნდა ველოდოთ.

გერმანულ ატელიე Lightweight-ს სურს, რომ ამ მოდელს ღირსეულად დაემშვიდობოს. მათ M2 Competition Finale Edition გამოუშვეს. შავი ექსტერიერის ქვეშ იმაზე დიდი ძალა იმალება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ M მოდელებშია ხოლმე.  

M2 Competition Finale Edition-ის ძრავა 731 ცხენის ძალას და 880ნმ-ს გამოიმუშავებს. სხვა ტექნიკურ მონაცემებზე ატელიეს ჯერ არ უსაუბრია, თუმცა, ძნელი წარმოსადგენი არაა, რამდენად შთამბეჭდავი იქნება ისინი.

ატელიემ შასი Eibach-თან ერთად გააუმჯობესა. მაყუჩის ახალი მილებიც შესანიშნავად გამოიყურება. BMW M Performance-ის მუხრუჭებს გაგრილებისთვის საჭირო აღჭურვილობაც მოჰყვება.

ცვლილებებია დიზაინშიც. ავტომობილს კარბონის მეტი დეტალი დაუმატეს. ალუმინის დისკები 19-იანია. ინტერიერში სტანდარტული CS სავარძლებია. საჭე ალკანტარაშია შეფუთული. როგორც ექსტერიერში, ინტერიერშიც კარბონის მეტი დეტალია. სალონში ლურჯი აქცენტები ავტომობილს სპორტულობას მატებს.

Lightweight-ს ჯერ არც ავტომობილის ფასი დაუსახელებია, თუმცა, ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე, M2 Competition Finale Edition-ი იაფი არ უნდა ღირდეს.

გაზიარება: