Mercedes-ის მტკიცებით, პირველი პიკაპი Daimler 1896 წელს შექმნა
Aa
Aa

Mercedes-ის მტკიცებით, პირველი პიკაპი Daimler 1896 წელს შექმნა

თანაც ის წარმოუდგენლად ეკონომიური იყო.

ვინ ააწყო პირველი შიგაწვის ძრავა? ვინ შექმნა პირველი ავტომობილი შიგაწვის ძრავით? ვინ გამოიყენა ავტომობილში პირველად დიზელი? ამ კითხვებზე პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, თუ ვინ შექმნა პირველმა პიკაპი? Mercedes-ი ამტკიცებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი აქვს.

მათი თქმით, Gottlieb Daimler-მაპირველი პიკაპი 1896 წელს ააწყო და მას 1.06-ლიტრიანი, 2-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. ძრავა ვიბრაციების მიმართ ძალიან მგრძნობიარე იყო, ამიტომ მისი სპეციალური ზამბარებით დაცვა გახდა საჭირო.

ეს ავტომობილი ისე გამოიყურებოდა, როგორც ეტლი ძრავით. 4 ცხენის ძალა უკანა თვლებს ეგზავნებოდა. რა თქმა უნდა, სატვირთოს თავისი შესაფერისი რკინის ბორბლებიც ჰქონდა.

საჭის მექანიზმი წინა ღერძთან ჯაჭვით იყო დაკავშირებული. მძღოლი წინ იჯდა, ძრავა კი უკან იყო. როგორც ამბობენ, ეს პიკაპი ძალიან ეკონომიურიც იყო. 100კმ-ზე მხოლოდ 6 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

2 წლის შემდეგ Wilhelm Maybach-მა ამ ავტომობილის გაუმჯობესებული ვერსია შექმნა. ძრავა წინ გადაიტანეს. როგორც იქნა, ავტომობილმა უნიკალური, ეტლისგან განსხვავებული დიზაინი მიიღო.

მოგვიანებით კი ავტომობილი - 2.2-ლიტრიანი ძრავით, Bosch-ის წვის და გაგრილების სისტემით აღჭურვეს.  

მსგავსი სიახლეები