სეგმენტში საუკეთესო ფლაგ-ინ ჰიბრიდი ბაზარზე: 2019 წლის Chevrolet Volt
Aa
Aa

სეგმენტში საუკეთესო ფლაგ-ინ ჰიბრიდი ბაზარზე: 2019 წლის Chevrolet Volt

Chevrolet Volt-ი დღეს ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ფლაგ-ინ ჰიბრიდია. ის კონკურენტებისგან თავისი გამძლეობით და ყოველდღიურობისთვის პრაქტიკულობით გამოირჩევა. მისი ექსტერიერი, როგორც ჰიბრიდების შემთხვევაში ხშირად ხდება, გაღიზიანებას არ იწვევს. მხოლოდ ელექტრო რეჟიმში ავტომობილს 85კმ-ის გავლა შეუძლია. მისი მართვადობა და აჩქარება დამაკმაყოფილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჰეჩბექ ჰიბრიდს უარყოფითი მხარეებიც აქვს, ის მართლაც გამორჩეული ავტომობილია.  

რა შეიცვალა 2019 წლისთვის?

Volt-მა 2019 წლისთვის ბევრი განახლება განიცადა, მათ შორის ახალი დამტენი, რომელიც დატენვისთვის საჭირო დროს ორჯერ ამცირებს. რეგენერაციული დამუხრუჭების განხორციელება მძღოლებს ახლა საჭიდანაც შეუძლიათ. ყველა მოდელს 8.0-ინჩიანი ახალი ეკრანი აქვს, რომელსაც კომპანიის უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემა მოყვება. სხვა განახლებები მოიცავს ინტერიერის დეტალებსა და მძღოლის დამხმარე ფუნქციებს.  

ფასი

  • LT: $34,095
  • Premier: $38,445

Volt LT უკვე საკმარისად აღჭურვილია და სტანდარტული გამძლეობა აქვს. პრემიერ მოდელს უკეთესი აუდიო სისტემა, გათბობადი წინა და უკანა ტყავის სავარძლები აქვს. ასევე გათბობადი საჭეც. LT -ს სტანდარტული ფუნქციები Apple CarPlay-ს, Android Auto-ს, USB ორ პორტს, სტარტის ღილაკს და ორზონიან კლიმატ კონტროლს მოიცავს.

 

ძრავა და მართვადობა

დადებითისწრაფი და ჩუმი  ფლაგ-ინ ჰიბრიდი, ძლიერი დამტენი , საუკეთესოდ მართვადი ჰიბრიდი ბაზარზე.

უარყოფითისწრაფად დატენვის ტექნოლოგიის არ ქონა. საავარიო დამუხრუჭების გრძელი სამუხრუჭე მანძილი.

Volt-ს 18.4-კილოვატიანი ლითიუმის იონის ბატარეა და 1.5-ლიტრიანი ძრავა აქვს. გარდა იმისა, რომ მხოლოდ ელექტრო რეჟიმში Chevrolet Volt-ს შთამბეჭდავი 85 კილომეტრის გავლა შეუძლია, ეს მანქანა საკმაოდ სწრაფი და ჩუმია. 0-100კმ/სთ-მდე 8.5 წამში ჩქარდება. ის ისევე სწრაფად ვერ იტენება, როგორც სრულიად ელექტრო Chevy Bolt EV. ახალი Volt-ი 7.2კვ-იანი დამტენითაა, რომელიც დატენვის დროს საკმაოდ ამცირებს. სრულ დატენვას 4.5 საათი სჭირდება.  

ეს იმ იშვიათ ჰიბრიდთაგანია, რომელიც კარგი მართვადობით გამოირჩევა. გზაზე თავდაჯერებულად გამოიყურება. Chevrolet-ს კომპლიმენტი ეკუთვნის იმის გამო, რომ ჰიბრიდის ტექნოლოგიის გაუმჯობესების მცდელობაში მართვის გამოცდილება უყურადღებოდ არ დატოვა. ენერგიის რეგენერაციისთვის დამუხრუჭების სისტემას იყენებს. კომპანიამ საჭეზე რამდენიმე საჭირო ღილაკი დაამატა, რომლის საშუალებითაც რეგენერირებული ენერგიის კონტროლია შესაძლებელი.

 

საწვავის მოხმარება

მხოლოდ ელექტროობაზე დიდ ხანს გამძლეობა ამ მანქანას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფლაგ-ინ ჰიბრიდად ხდის. როცა ბატარეა დაჯდება, მისი საწვავის მოხმარება ჰიბრიდისთვის ეკონომიური სულაც აღარაა.  შერეულ რეჟიმში Volt-ი 5.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, რაც ჰიბრიდისთვის მაინცდამაინც შთამბეჭდავი არაა.

 

ინტერიერი და საინფორმაციო-გასართობი სისტემა

დადებითისასიამოვნო წინა სავარძელი, მარტივად გამოყენებადი სენსორული ეკრანი.

უარყოფითიმოუხერხებელი უკანა სავარძელი, ბარგისთვის არასაკმარისი სივრცე.

ჰიბრიდებზე საუბრისას მათ ექსტერიერზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა ჰიბრიდებისგან განსხვავებით, ამ მანქანის დიზაინი ნამდვილად არ გაგაღიზიანებთ.

სამაგიეროდ, Volt-ის სალონში არის რამდენიმე დეტალი, რომელიც არ მოგეწონებათ. მაგალითად, საშინლად მოუხერხებელი უკანა სავარძელი. კომფორტი ინტერიერის სხვა ნაწილებსაც აკლია. ამ მანქანის ფასის მიუხედავად, სალონი შთაბეჭდილებას ნამვილად ვერ ახდენს. წინა სავარძლების მგზავრები თავს უკეთესად იგრძნობენ. მათ გარშემო ნივთების დასადები საკმარისი ადგილიც ექნებათ.

ყველა მოდელს 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი აქვს, რომელიც უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემითაა აღჭურვილი. Apple CarPlay და Android Auto ხელმისაწვდომია. სისტემის ფუნქციების ნაწილი წინა მოდელებიდან გეცნობათ.

მართალია, ბარგისთვის ბევრი ადგილი არაა, მაგრამ ჰიბრიდულობას მხოლოდ მცირე მოცულობა შეეწირა. თუმცა, სალონში ნივთებისთვის საკმარისზე მეტი ადგილია.

 

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

Volt-ი შეჯახების ტესტებს კარგად უმკლავდება. მძღოლის დამხმარე ფუნქციებსაც გვთავაზობს. სამწუხაროდ, სტანდარტული მხოლოდ წინა და უკანა პარკირების სენსორებია. თუ უხილავი წერტილის მონიტორინგი ან ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი გსურთ, მაშინ დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. უსაფრთხოების ძირითადი სისტემები მოიცავს:

  • წინა შეჯახების გაფრთხილებასა და ავტომატურ დამუხრუჭებას.
  • ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემას.
  • უხილავი წერტილის მონიტორინგსა და უკანა შეჯახების გაფრთხილებას.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის Chevrolet Volt-ს არაერთი უარყოფითი მხარე აქვს და მათ შორის ყველაზე გამაღიზიანებელი უკანა სავარძლებია, ის დღეს ბაზარზე მაინც საუკეთესო ფლაგ-ინ ჰიბრიდია. მისი გამძლეობა კონკურენტებისთვის შესაშურია. მისი მართვა კი სიამოვნებას განიჭებთ. ფასიც ადეკვატური აქვს და, თანაც, ექსტერიერის გამო თქვენს ჰიბრიდს „უთოს“ ვერავინ უწოდებს.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები