საქართველოს დრიფტის სერიების პირველი ეტაპი დასრულდა!
Aa
Aa

საქართველოს დრიფტის სერიების პირველი ეტაპი დასრულდა!

საქართველოს დრიფტის სერიები 2021 - ის პირველი ეტაპი ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა.

11 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, BMW CLUB GEORGIA-ს ორგანიზებითა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ორ სხვადსხვა კლასში საქართელოს ჩემპიონატი დრიფტში ჩატარდა.

ღონისძიებაში პრო PRO და PRO2 ავტომრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა, 52 დრიფტერი მონაწილეობდა. 32 არალიცენზირებული დრიფტერი პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული 20 დრიფტერი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა. ამინდის ხშირმა ცვლილებამ ღონისძიებას მეტი დაძაბულობა და ინტერესი შესძინა.

პრო 2 კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა :
  1 ადგილი - სიმონ გუნცაძე
  2 ადგილი - ნიკა კაკიაშვილი
  3 ადგილი -  ჯაბა სოროზანიშვილი

გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი  ბრძოლა გაიმართა პროფესიონალთა რიგებში. შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილეები ნოდო კოდუა და ვახო ხურციძე ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. ნოდო კოდუამ გამარჯვება მოიპოვა.

პრო კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა :
  1 ადგილი - ნოდო კოდუა
  2 ადგილი - ვახო ხურციძე
  3 ადგილი - დავით ნუცუბიძე

 სარბოლო ტრასების მიმდებარედ მოეწყო ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა, სადაც მაყურებელბს მათი ახლოს  ნახვისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4-5 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით ნოდო კოდუა და მევლუდ მელაძე მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები