Brabus 500 უფრო ძლიერი და აგრესიული Mercedes S-Class-ია
Brabus-ი, როგორც ყოველთვის, საუკეთესო ფორმაშია!
S-Class-ი Mercedes-ის ნამდვილი მარგალიტია, მაგრამ თუ ეს თქვენთვის საკმარისი არ არის, Brabus-ი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად ყოველთვის მზადაა. მათი ბოლო ქმნილება Brabus 500-ია.
W223-ის მსოფლიო დებიუტი გასულ წელს შედგა. ახლა კი მის გასაუმჯობესებლად სწორედაც რომ საჭირო დრო იყო.
უპირველეს ყოვლისა, ატელიემ ძრავის გაუმჯობესებაზე იფიქრა. B50 - 500 PowerXtra მოდულით, ცხენის ძალები 493-მდე, მაბრუნი მომენტი კი 590ნმ-მდე გაიზარდა. 0-100კმ/სთ-მდე 4.7 წამში აღწევს. განახლება დიზელ S400d-საც შეეხო. ახლა მას 365 ცხენის ძალა და 750ნმ აქვს.
როგორც ჩანს, Brabus-ი S580-სა და მისი ტვინ ტურბო V8 ძრავის გაუმჯობესებაზეც იზრუნებს.
Brabus-ი ძრავაზე არ შეჩერებულა. ავტომობილს მთელი რიგი OEM ხარისხის აეროდინამიკული გაუმჯობესებები დაუმატა, რაც წინა ფრთას, გვერდითა ჰაერის შემწოვებს, ბამპერის განახლებულ საფარს, მაყუჩის ქრომირებულ მილებს და კიდევ ბევრ სხვა დეტალს მოიცავს.
ექსტერიერში ყველაზე საინტერესო ცვლილება მაინც Brabus Monoblock M Platinum Edition-ის ალუმინის 21-იანი დისკებია. ის ავტომობილის აგრესიულ შავ თემაში ზის. სალონში კი შავ-თეთრი დიზაინია.
ფასი 293,000 ევროდან იწყება. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა, Brabus-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მყიდველებს ფული არ დაენანოთ.