1963 წლის Porsche Diesel Super Export სპორტული მანქანა ნამდვილად არაა
Aa
Aa

1963 წლის Porsche Diesel Super Export სპორტული მანქანა ნამდვილად არაა

წითელ, ჰაერით გაგრილებად „პორშეს“ ეძებთ? ამაზე რას იტყვით?

1963 წელს „პორშემ“ თავისი პირველი 911 - სპორტული კუპე გამოუშვა და ლეგენდის დასაწყისს სათავე დაუდო. იმავე წელს ჰაერით გაგრილებადი 911-ების წარმოება დაიწყო, რომელმაც 1998 წლამდე გასტანა.

არის კიდევ ერთი „პორშე“, რომელიც მაგ პერიოდში გამოდიოდა - Porsche-Diesel Super ტრაქტორი. კომპანია მას1956 წლიდან 1963 წლამდე აწარმოებდა. ტრაქტორს ჰაერით გაგრილებადი, 2.5-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა და ახლა ერთ-ერთი მათგანი RM Sotheby-ს აუქციონზე იყიდება.

ეს კონკრეტული ეგზემპლარი 1963 წელსაა გამოშვებული და ახლა მთლიანად აღდგენილია. წითელი საღებავი ტრაქტორს ქარხნიდან გამოყვანილის შესახედაობას აძლევს. წინა სატვირთველი ოქროსფერია, რომელიც წითელ ფერს მოუხდა.

ინტერიერზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით. ერთი ტყავის სავარძელია, რომელიც ასევე წითელი ფერისაა. საჭეს შუაში საყვირი აქვს.

ასე, რომ, თუ ჰაერით გაგრილებად წითელ „პორშეს“ ეძებთ, სპორტული მანქანა ერთადერთი არჩევანი სულაც არაა. სულ მცირე, გასაღებს მიიღებთ, რომელზეც „პორშეს“ ემბლემაა.

მსგავსი სიახლეები