Aa
Aa

ვიდეო: BMW X5 M, X6 M50 და Cayenne Turbo Coupe დრეგ ტესტზე

ორი გერმანული ავტომწარმოებელი ნახევარ მილზე..

მაღალი ტექნიკური მონაცემების სუვები დღეს ძალიან პოპულარულია. გერმანია ასეთი სუვების წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერია. ამ ვიდეოში ერთმანეთს Porsche Cayenne Turbo Coupe,  BMW X5 M და X6 M50-ს ეჯიბრება.

Cayenne-ს ტვინ-ტურბოდაბერვის 4.0 - ლიტრიანი V8 ძრავა 541 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. X5 M-ის 4.4-ლიტრიანი V8 კი - 600 ცხენის ძალას. ერთი შეხედვით, ძალებს შორის დიდი განსხვავება არაა, მაგრამ, როცა საქმე ნახევარ მილზე რბოლას ეხება, თითოეული ცხენის ძალა მნიშვნელოვანია.  

დრაგზე ერთმანეთს პირველად Cayenne და X5 M ეჯიბრება. პირველ ბრძოლაში Cayenne იმარჯვებს. მეორეში კი BMW დიდი სხვაობით გამარჯვებას ახერხებს.

შემდეგ კი ბრძოლაში BMW X6 M50 ერთვება. ამ სამ ავტომობილს შორის ყველაზე სწრაფი ისევ X5 M აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ BMW-მ მარტივი გამარჯვება მოიპოვა, Cayenne-ც უნდა დავაფასოთ. მისი მაყუჩის მილიდან საუკეთესო ხმა გამოდის.

მსგავსი სიახლეები