7 ჰოლივუდური ფილმი, რომელშიც BMW-ს ავტომობილები მონაწილეობს
მიუხედავად იმისა, რომ BMW გაცილებით დიდი ხანია არსებობს, ის ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი მხოლოდ 30 წელია, რაც გახდა. მართალია, 1980-იანებში მესამე სერია ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ ფილმებისკენ გზა მეხუთე და მეშვიდე სერიამ გაიკვალა.
რომელმა ფილმებმა მოუტანა BMW-ს პოპულარობა? ჯეიმს ბონდის ფილმებიდან დაწყებული, „ფორსაჟით“ დასრულებული ამ ბრენდის ავტომობილებმა ბევრ ფილმში გაიბრწყინა. რა თქმა უნდა, ყველა ფილმს ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ ვეცდებით რამდენიმე გამოვარჩიოთ.
Ronin (1998) - 1991 წლის BMW M5 (სინამდვილეში 535i)
ფილმის პროდიუსერი ჯონ ფრანკენჰაიმერი ავტომობილების დიდი მოყვარულია. W116 Mercedes-Benz 6.9, რომელიც დევნის სცენაში გამოჩნდა, მისი პირადი კოლექციიდანაა.
Ronin-ში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიცაა რობერტ დენირო და ჟან რენო. თუმცა, ამ ფილმში კიდევ ერთი ვარსკვლავია. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი დევნის სცენაა. E34 M5 მოციმციმე მაშუქებით პარიზის ვიწრო ქუჩებში გზას მიიკვლევს, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებითაც გადაადგილდება. საჭესთან ნატაშა მაკელონი ზის. სიტუაცია იმდენად დაძაბულია, იმის პატიებაც კი შეიძლება, რომ ნამდვილი M5-ის ნაცვლად გადაკეთებული 535i გამოიყენეს...
The World Is Not Enough (1999) - 2000 წლის BMW Z8
3 ფილმი გახდა საჭირო იმისთვის, რომ BMW-მ ბონდის ფილმებში მონაწილეობის უფლება მიიღო. თუმცა, Z8 ის ავტომობილი აღმოჩნდა, რომელმაც მაყურებლებს აგენტი 007-ს ავტოფარეხში Aston Martin-ის არ ყოფნა დაავიწყა. BMW-ს საჭესთან პირს ბროსნანი ზის. პროდიუსერებს ფილმში წარმოებამდელი მოდელების გამოყენება მოუხდათ. ამ ავტომობილის გაყიდვა ჯერ დაწყებული არ იყო. ფილმში ჯეიმს ბონდის Z8-ს საბოლოოდ ხერხიანი შვეულმფრენი შუაზე ჭრის.
The Transporter (2002) - 1999 წლის BMW 735i
ჯეისონ სთეითემი მეშვიდე სერიის BMW-სთან, რომელსაც მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. თუ თქვენთვის ეს საკმარისად საინტერესო არაა, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ ეს ავტომობილი ოინებს ისე ასრულებს, თითქოს მისი ზომის ნახევარი იყოს. 735i ხიდიდანაც კი ხტება. ფილმის დასაწყისში სთეითემი „ცუდ ბიჭებთან“ ერთად პოლიციას გაურბის. ყოველი წამი, როცა BMW ეკრანზე ჩნდება, დასამახსოვრებელია.
Speed Zone (1989) - 1988 წლის BMW 735i
BMW მხოლოდ Transporter-ში არ იქცევა ცუდად. მეშვიდე სერია Cannonball Run-ის სიქველშიც გამოჩნდა, რომელშიც მთავარ როლს ჯონ ქენდი ასრულებს. მის პერსონაჟს, კანონის დარღვევის გამო, პოლიციაც კი დაედევნება. მხოლოდ ეს კადრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ 1980-იანების კომედია ერთხელ მაინც ნახოთ.
The Chase (1994) - 1994 წლის BMW 3 Series
E36-თაობის BMW 3 Series-მა ჰოლივუდის სიყვარული მაინცდამაინც ვერ დაიმსახურა, მაგრამ The Chase-ში ის ფაქტობრივად მთელი ფილმის განმავლობაში ჩანს. ფილმსი ჩარლი შინის პერსონაჟი სტოკჰოლმის სინდრომიან კირსტი სვენსონს იტაცებს და პატიმრობას მასთან ერთად გაურბის. ფილმის გმირებს 4×4 ავტომობილით, Red Hot Chili Peppers-სის ბენდის წევრებიც მისდევენ. მათი მცდელობა წარმუმატებლად სრულდება, თუმცა ეს კამეო ყველას დაამახსოვრდა.
Mission: Impossible — 2015 წლის BMW M3
ტომ კრუზის M3-ს გვერდითა შუშის სენსორული სისტემა აქვს, რომელზე ხელის დადებითაც ავტომობილის კარი იღება. მაროკოს ქუჩებში დევნის სცენაში რამდენიმე მოტოციკლეტიც მონაწილეობს. კიბეებიდან ფრენის შემდეგ უსაფრთხოების ბალიშები იხსნება. ავტომობილი რამდენჯერმე ტრიალდება და სახურავზე ეცემა. M3 თითქმის ნადგურდება, მაგრამ უსაფრთხოების ბალიშებმა მისი მგზავრების სიცოცხლე იხსნა.
Fast & Furious 6 - 2010 წლის BMW M5 (სინამდვილეში E60)
BMW ყველა ავტომოყვარულის საყვარელ სერიებშიც გამოჩნდა. V10-ძრავიანი M5-ის ხმა შესანიშნავია. კარგად ცნობილი პერსონაჟები ბოროტი გმირის დაჭერას ცდილობენ. დომენიკ ტორეტო M5-ის საჭესთანაა. დევნაში პოლიციის ავტომობილებიც მონაწილეობენ. ევროპული ავტომობილის საჭესთან ვინ დიზელის პერსონაჟის ნახვა ძალიან იშვიათია. ის ლონდონის ქუჩებში ოუენ შოუს მისდევს. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ფილმში რეალურად M5-ები არ გამოუყენებიათ. რამდენიმე E60 გადაღებეს და M5-ს სპორტული შესახედაობა მისცეს.