გავიხსენოთ, როგორ მოათავსა BMW-მ McLaren F1-ს V12 X5-ში
V12 ძრავი BMW-ს სუვში!
McLaren F1 ექსკლუზიური სუპერქარია, რომელმაც თავის დროზე არაერთი რეკორდი დაამყარა. ის ენთუზიასტების ოცნებაა. თუმცა, წარმოუდგენლად ძვირი ღირს.
არსებობს ერთი ავტომობილი, რომელიც უფრო იშვიათია და თანაც F1-თან ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს იზიარებს: ძრავას!
ეს ავტომობილია BMW X5 Le Mans. დიახ! ეს არის BMW F1-ს V12 ძრავით. სუვია, მაგრამ F1-ის ხმა აქვს. BMW X5 Le Mans 2000 წელს აიწყო. 6.1-ლიტრიანი V12 ძრავა 700 ცხენის ძალას უკანა თვლებს აწვდიდა. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.7 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 310კმ/სთ.
ეს სუვი ტრასაზე წარმოუდგენლად სწრაფი იყო. 2001 წელს მან ნიურბურგრინგზე ყველაზე სწრაფი სუვის რეკორდი დაამყარა. 7 წუთსა და 49 წამში გაიარა, რაც დაახლოებით Porsche 997.1 GT3-ის მაჩვენებელია.
ამ პროტოტიპს დადაბლებული დაკიდების სისტემა, BBS LM დისკები, უფრო სპორტული ბამპერები და, V12 ძრავასთან გასამკლავებლად, საჰაეროები ჰქონდა.
სალონში E39 M5-ს მონაცემთა დაფა და M სიჩქარეების გადამრთველი ავტომობილის განსაკუთრებულობაზე მიუთითებდა. მონაცემთა დაფაზე პატარა სტიკერი იყო, რომელიც მძღოლს მიანიშნებდა, რომ მძღოლის სავარძელში მჯდომს აუცილებლად ჩაფხუტი უნდა ფარებოდა. ავტომობილში უსაფრთხოების ბალიშები არ იყო.
ეს ერთადერთი მაგალითი არაა, როცა BMW-მ V12 ძრავა იქ ჩასვა, სადაც ამის საჭიროება არ იყო. McLaren-ის საგზაო ავტომობილების დირექტორი დევიდ კლარკი ამბობდა, რომ M5 უნივერსალის პროტოტიპი არსებობდა, რომელშიც ასევე McLaren F1-ს V12 ძრავა ჩასვეს.
X5 Le Mans საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდ თავისუფლებას აძლევს BMW მის ინჟინრებს. შედეგები კი გასაოცარია.