Tesla Model Y ჰეჩბეკის დიზაინი შესაძლოა პრობლემა გახდეს
Aa
Aa

Tesla Model Y ჰეჩბეკის დიზაინი შესაძლოა პრობლემა გახდეს

Tesla Model Y უკვე გაყიდვაშია და მყიდველების შეფასებებიც ძირითადად დადებითია.

თუმცა, არც ერთი მანქანაა სრულყოფილი. Model Y-ს ასაწევი უკანა კარი, სხვა ჰეჩბეკებისგან განსხვავებით, ბამპერთან არ მთავრდება და გაცილებით ქვემოთ ჩამოდის.

ამგვარად, „ტესლამ“ შეძლო მანქანის დატვირთვა უფრო ადვილი გაეხადა. ტვირთის ამოღებაც გამარტივებულია.

ჩნდება კითხვა: რა როლს ითამაშებს ეს ფაქტი უკნიდან შეჯახებებში? „ტესლა“ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებს აწარმოებს. თუმცა, მსგავსი უკანა კარით, შესაძლოა მანქანამ უკანა შეჯახებისას სერიოზული დაზიანება მიიღოს.

tesla model y rear

შეადარეთ Model  X-სა და Model Y-ს უკანა კარი. X-ს გაცილებით მაღალაა.  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი უკანა შეჯახებისას ისევე დაზიანდება, როგორც Y.

გასაგებია, რომ X შედარებით მაღალი ავტომობილია, თუმცა პროპორციულად კარი მაინც უფრო მაღლაა.

 

სხვა ჰეჩბეკებიც არსებობს, რომლებსაც მსგავსი დიზაინი აქვს, მაგალითად, I-Pace-ის უკანა კარიც ბამპერთან არ სრულდება. თუმცა Tesla Model Y ეჭვებს მაინც ბადებს:  იყო ეს ხარვეზი დიზაინში, თუ კომპანიას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა?

მსგავსი სიახლეები