Aa Aa
30 მარტი 2020  |  14:08

„ჰონდას“ ავტოინდუსტრიაში ახალი ტრენდი შემოაქვს

„ჰონდამ“ კლიმატის მართვის ღილაკებიანი მექანიზმები დააბრუნა. სენსორული ეკრანის გამოყენებით კლიმატის კონტროლი უაზროდ გართულდა.

ერაში, როდესაც ავტომწარმოებლების უმეტესობა სენსორულ მართვაზე გადადის, „ჰონდამ“ ახალ Jazz/ Fit-ში კლიმატ კონტროლი ძველებურ ანალოგურ მართვის მექანიზმებზე გადაიყვანა, როგორც წინა თაობების Jazz/Fit-ში გვხვდება.

Jazz/Fit-ის პროექტის ლიდერმა ტაკეკი ტანაკამ ეს ცვლილება შემდეგნაირად ახსნა: „ამის მიზეზი ძალიან მარტივია - ჩვენ მძღოლის ავტომობილის მართვისგან მოცდენა არ გვინდა. მომხმარებლის უკუგებიდან გამომდინარე, კლიმატ-კონტროლის სწორი პარამეტრების შერჩევა სენსორულ ეკრანზე საკმაოდ რთულია, იგი ინტუიციურად არ ხდება. თითოეული პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში ეკრანზე დახედვა გიწევთ. ახლა კი ასეთ მანიპულაციებს ხელის დაზეპირებული მოძრაობით შეძლებთ, შესაბამისად საჭესთან მეტად კონცენტრირებული იქნებით.“

უფრო და უფრო მეტი ავტომწარმოებელი ყველა მექანიზმის სენსორულ მართვაზე გადაყვანას ცდილობს. ახალი Audi A3-ის ელექტრონიკის ხელმძღვანელმა მელანი ლიმერმა ფიზიკური ღილაკების მოშორება იმით ახსნა, რომ „დღეს თითქმის ყველა სმარტფონებს იყენებს და მომხმარებელი სენსორულ ეკრანებსა და სმარტფონის ფუნქციებზე შეჩვეული არიან.“

„ჰონდას“ ასეთ გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიზანშეწონილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი ავტომობილების მყიდველების უმეტესობა მოზარდია და ისინი მეტად ღილაკებზე არიან შეჩვეული.

გაზიარება: