Rolls-Royce Black Badge Wraith-ს 700 ცხენის ძალა აქვს
Spofec-ი მხოლოდ 3 ეგზემპლარს ააწყობს.
Rolls-Royce Wraith ქარხნულადაც სრულყოფილია, მაგრამ Spofec-ს ყველაფრის უფრო მაღალ დონეზე აყვანა უყვარს. მათ ავტომობილს უნიკალური დისკები და სხვა მნიშვნელოვანი განახლებები დაუმატეს. გაუმჯობესებული Wraith-ი მხოლოდ სამ ეგზემპლარად აიწყობა.
ყველაზე შესამნჩევი ცვლილება ავტომობილის გაზრდილი ზომაა. უკან 13 სანტიმეტრი დაუმატეს, წინ კი - 7. კარბონის დეტალები ატელიემ გერმანულ კომპანია Vittorio Strosek-სთან თანამშრომლობით შექმნა. ახალმა ბუფერებმა ბამპერის განახლებაც მოითხოვა.
22-იანი დისკები Vossen-ისგანაა. სხვა განახლებები კარბონის ფრთას, უკანა ჰაერის შემწოვს და დადაბლებულ კლირენს მოიცავს. ავტომობილი 40 მილიმეტრით დადაბლებულია.
ქარხნულად Wraith-ს 624 ცხენის ძალა და 820ნმ აქვს. Spofec-ის წყალობით, ავტომობილის ტვინ-ტურბოდაბერვის V12 ძრავა ახლა 717 ცხენის ძალას და 986ნმ-ს გამოიმუშავებს. 100კმ/სთ-მდე 4.2 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი არ შეცვლილა - ელექტრონულად შეზღუდული 250კმ/სთ.
ინტერიერზე კი ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან სამივე ავტომობილის სალონი მისი შეძენის მსურველის გემოვნებით შეიქმნება.