RTR ათწლეულს ახალი 750-ცხენისძალიანი Mustang Spec 5-ით აღნიშნავს
Aa
Aa

RTR ათწლეულს ახალი 750-ცხენისძალიანი Mustang Spec 5-ით აღნიშნავს

Mustang-ი რომელზეც ოცნებობდით.

თუ უფრო ძლიერი „მუსტანგის“ ყიდვა გინდათ, არჩევანზე მეტი რა არის?! კომპანიები, როგორც Roush-ი, Shelby და თავად Ford-ი ათწლეულების განმავლობაში გაძლიერებულ „მუსტანგებს“ გვთავაზობენ. 2010 წელს პატარა კომპანიამ, სახელად RTR, ქარხნული „მუსტანგების“ უნიკალური ტიუნინგებით პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა. წელს კომპანია ათწლეულს აღნიშნავს და ამ მოვლენას ყველაზე გიჟური „მუსტანგების“ ლიმიტირებული სერიით წარმოება მოყვება. Lebanannon Ford-ის გუნდთან ერთად შემუშავებული პროექტის შედეგად, ამ ავტომობილის ყიდვა „ფორდის“ ოფიციალურ დილერ-ცენტრებში შეძლებთ.

 

კომპანია RTR Formula D-ის პროფესიონალმა მრბოლელმა ვან გიტენ უმცროსმა დააარსა. RTR შემდეგნაირად იშიფრება: Ready To Rock - რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს „მუსტანგები“ ყველაფრისთვის მზად არის. ეს სპორტქარები სარბოლოდ და სადრიფტაოდ გამზადებული არაა, თუმცა ძალიან ბევრის შემძლე მანქანებია. ამ ავტომობილების შექმნის მთავარი იდეა მართვისგან დადებითი ემოციების და უნიკალური გამოცდილების მიღება იყო.

იუბილეს აღსანიშნად ვან გიტინი Lebanon Ford-თან თანამშრომლობით ლიმიტირებული სერიის 10 ცალ RTR Spec 5-ს გამოუშვებს. RTR „მუსტანგის“ სამ კომპლექტაციას სთავაზობს, რომელიც „ფორდის“ ოფიციალურ სალონებში ხელმისაწვდომია, მაგრამ RTR Spec 5-ს ვერცერთი შეედრება.

მსგავსი სიახლეები