Ferrari წარმოების განახლებას აპრილის შუარიცხვებში აპირებს
Aa
Aa

Ferrari წარმოების განახლებას აპრილის შუარიცხვებში აპირებს

იტალიური სუპერქარების ბრენდი მარანელოს ქარხნის გახსნას 14 აპრილს გეგმავს

ვირუსის პანდემიის ფონზე „ფერარიმ“ ყველა საწარმო პროცესი 15 მარტს შეაჩერა. მარანელო იტალიაში, ემილია-რომანას რეგიონში მდებარეობს, რომელიც ლომბარდიასთან ახლოს მდებარეობს, სადაც ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თავდაპირველად საწარმოს შეჩერება 27 მარტამდე იყო ნავარაუდები. უქმე პერიოდის გაგრძელების მიუხედავად „ფერარიმ“ განაცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნების მიზნით, წარმოებას 14 აპრილს გააგრძელებენ.

იქვე დაამატეს, რომ „ყველა აქტივობა, რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში „სმარტ“ რეჟიმში მიმდინარეობდა, იმავე რეჟიმში გაგრძელდება. მათ, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაო პროცესებში ფიზიკურად ვერანაირად ერთვებოდა, ამ დღეებს კომპანია სრულად დაუკომპენსირებს.“

„COVID-19-ის სიტუაცია რა მიმართულებით განვითარდება, ჯერ უცნობია, ამიტომ კომპანია შესაბამის ზომებს მიმართავს, რადგან თანამშრომლების კეთილდღეობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია.“

 

კომპანიის წარმოების გაგრძელების სურვილს კავშირებმა მხარი დაუჭირეს, ერთი პირობით, თუ თანამშორმლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმები 100%-ით დაცული იქნება. მიუხედავად საწარმო პროცესების შეჩერებისა, „ფერარი“ ყველა თანამშრომელს სრულ ხელფასს უხდის.

„ფერარი“ავტომობილების კოლოსალური რაოდენობის წარმოებით არასდროს გამოირჩეოდა, შესაბამისად მათ მომხმარებლებს შეკვეთები არ გაუუქმებიათ. იმისათვის, რომ ავტომობილების და ნაწილების გაცემის გრაფიკს დაეწიონ და შეფერხება აანაზღაურონ, დროებით ცვლებში იმუშავებენ. შესაძლოა მუშაობა შაბათსაც მოუწიოთ. მაგრამ ეს ჯერ დამტკიცებული არაა.

ანიელის ოჯახმა, რომლის „ექსორის“ ჰოლდინგი „ფერარისაც“ აკონტროლებს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით €10 მილიონი იტალიურ სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტს გადასცა.

მსგავსი სიახლეები