Bosch-მა COVID-19-ის ახალი ტესტი შექმნა, რომელიც პასუხს 2,5 საათში იძლევა
Aa
Aa

Bosch-მა COVID-19-ის ახალი ტესტი შექმნა, რომელიც პასუხს 2,5 საათში იძლევა

ბოლო პერიოდი საკმაოდ დეპრესიული აღმოჩნდა. თუმცა ამ ცუდი სიახლეების შორის კარგებიც იყო. გერმანული ინჟინერიის და ტექნოლოგიების კომპანია „ბოშმა“ COVID-ის დიაგნოსტიკის ახალი ხელსაწყო შემიუმშავა, რომელიც პასუხს ორი დღის ნაცვლად 2,5 საათში იძლევა.

Randox Laboratories Ltd.-სთან პარტნიორობის შედეგად, მოწყობილობა სულ რაღაც 6 კვირის განმავლობაში შეიმუშავეს, რომლის გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უკვე დამტკიცდა. ახალი მოწყობილობა ვივალენტური მოლეკულების ანალიზის პლატფორმაზეა შექმნილი, რომელსაც „ბოშის“ ჯანმრთელობის განყოფილება მანამდე პნევმონიის და გრიპის დიაგნოზირებისთვის იყენებდა.

გარდა იმისა, რომ ახალი მოწყობილობა ტესტის შედეგების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს, მას პარალელურად ასევე 9 სხვადასხვა რესპირატორული პათოგენის აღმოჩენა ერთდროულად შეუძლია, რაც ექიმებს COVID-19-ის მალე აღმოჩენაში ეხმარებათ. მათ შემდგომი ტესტების ჩატარება და ნიმუშების გაგზავნა ლაბორატორიაშიც აღარ უწევთ.

 

„ბოშის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ „დრო კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. საიმედო, სწრაფი დიაგნოზის ადგილზევე დასკვნა, ყველანაირი ზედმეტი წინ და უკან სიარულის გარეშე, ძალიან დიდი უპიპრატესობაა.“

განვითარების ასეთი ტემპებით მოსალოდნელია, რომ უფრო სწრაფი დიაგნოზირების ხელსაწყოებს ახლო მომავალში გამოუშვებენ. მკლევარები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფრო სწრაფი და ზუსტი ხელსაწყოები შეიმუშავონ, ექიმები პირველივე დღიდან მაქსიმალურად ოპერატიულად მუშაობენ. მაგრამ თუ ჩვენ მათ ხელს არ შევუწყობთ, მათი შრომა ფუჭი აღმოჩნდება.

ამიტომ, დაიცავით დისტანცია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჰიგიენის რჩევები გაითვალისწინეთ.

მსგავსი სიახლეები