საინტერესო, სასარგებლო ინფო, რჩევები, ძრავა, საწვავი
Aa
Aa

დაზიანებული საწვავის ტუმბოს სიმპტომები

საწვავის ტუმბოს ძირითადი ფუნქცია საწვავის ავზიდან ძრავამდე მიწოდებაა. ის თავის მოვალეობას რამდენიმე ავტონაწილის დახმარებით ასრულებს. მისი ცუდად მუშაობის შემჩნევა კი, თუ სიმპტომები არ იცით, საკმაოდ რთულია.

სწორი დიაგნოზისთვის ავტომობილის მოსმენა და მის მუშაობაზე ყოველდღიური დაკვირვება ყველაზე მნიშვნელოვანია. რა ხმას გამოსცემს? რა რაკრაკებს? რამდენია ძრავის ნორმალური ბრუნვა? შესაბამისი ცოდნითა და დაკვირვებით ავტომობილის მდგომარეობაზე მუდმივი ინფორმაცია გექნებათ.

თუ შეატყობთ, რომ ავტომობილი რთულად იქოქება ან სიმძლავრე მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ ეს დაზიანებულ დეტალზე მიუთითებს. იმის გამო, რომ ავტონაწილები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია დაზიანებული დეტალის ამოცნობა რთულია.

რა არის საწვავის ტუმბო?


საწვავის ტუმბო მექანიკურად ან ელექტრონულად კონტროლირებადი მექანიზმია, რომელიც ავზიდან ძრავას საწვავით ამარაგებს. საწვავი ჯერ ფილტრში, შემდეგ კი საწვავის მაგისტრალში გადის. აქედან უკვე მისი ინჟექტორებამდე მიწოდება და ცილინდრის წვის კამერაში შეფრქვევა იწყება. ძველ ავტომობილებში ტუმბო საწვავს კარბურატორში გზავნიდა.

საწვავის ტუმბოს ტიპები


თანამედროვე ავტომობილები უკვე დიდიხანია, რაც მექანიკური ტუმბოს გარეშე იწარმოება. ის ავტომწმარმოებლებმა ელექტრონული ტუმბოთ ჩაანაცვლეს. ქვემოთ საწვავის ტუმბოს ტიპებს წარმოგიდგენთ:

მექანიკური საწვავის ტუმბო: მექანიკური საწვავის ტუმბო მემბრანას ან დიაფრაგმას იყენებს. ციკლურ პროცესში, ტუმბო საწვავით იჟღინთება, გროვდება, შემდეგ კი კარბურატოში და ძრავში უშვებს. ეს პროცესი განმეორებით სრულდება.

ელექტრო საწვავის ტუმბო: საწვავის შეფრქვევის ელექტრონული სისტემა თანამედროვე ავტომობილებზე მაღალ წნევას მოითხოვს, რის საშუალებასაც ელექტრონული საწვავის ტუმბო იძლევა. არსებობს რამდენიმე სახის ელექტრო ტუმბოები:

ავზში ჩაშენებული: ახალი ავტომობილების უმრავლესობა საწვავის ისეთ ტუმბოს იყენებს, რომელიც საწვავის ავზშია განთავსებული. ეს მოდულს იცავს, ხოლო ბენზინი სიგრილის შენარჩუნებაში ეხმარება.

ერთრიგა: ავზში ჩაშენებულ ტუმბოსთან შედარებით, ის მარტივი შესაცვლელია. ის ძრავასა და საწვავის ავზს შორისაა განთავსებული. ასეთი ტუმბოები ავტომობილის დაბლა ან ძრავის განყოფილებაშია მოთავსებული.

როტორულ-ფირფიტოვანი ტუმბო: მექანიკური ტუმბოს მსგავსად, როტორულ-ფირფიტოვანი ტუმბო მოცულობითი ტუმბოს სისტემას იყენებს.

რამდენ ხანს ძლებს საწვავის ტუმბო?


საწვავის ტუმბოს შეცვლა რეგულარული სერვისის დროს შესაცვლელ დეტალს არ განეკუთვნება. ის მხოლოდ მაშინ უნდა შეიცვალოს, როცა მწყობრიდან გამოვა. საწვავის ტუმბოების უმეტესობა 150 000კმ-მდეა სიცოცხლისუნარიანი.

დაზიანებული საწვავის ტუმბოს სიმპტომები.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების მიხედვით, დაზიანებული საწვავის ტუმბოს დროულად აღმოჩენას შეძლებთ.

ავტომობილი არ დაიქოქება

დაქოქვის პრობლემა უამრავ დეტალს შუძლია შექმნას, თუმცა, პირველი რაც უნდა შეამოწმოთ საწვავის რაოდენობაა. თუ საწვავის ტუმბო ბენზინს ძრავაში ვერ აგზავნის, მაშინ ის არ დაიქოქება.

შიშინი

იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი იქოქება, მაგრამ მუშაობა უჭირს და ქვრება შესაძლოა არასაკმარისი საწვავის ბრალი იყოს.

ძლიერ დატვირთვაზე ავტომობილის ჩაქრობა

თუ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობებს მართვის უხეში სტილითა ან/და მძიმე ტვირთის გადატანით ტესტავთ და ძრავა ითიშება, ეს შესაძლოა საწვავის მიწოდებისა და მძღოლის მოთხოვნების შეუსაბამობამ გამოიწვიოს.

არასტაბილური და განუზრახველი აჩქარება

თუ ტუმბო საწვავის რაოდენობას ვერ არეგულირებს, ავტომობილი შესაძლოა სატერფულზე ფეხის დადგმის გარეშე აჩქარდეს. ასევე, ხშირია ძრავის სიმძლავრის უეცარი შემცირებაც.

ძრავის ტემპერატურის მატება

მაშინ, როდესაც ტუმბო ბენზინს არასტაბილურად აფრქვევს არის შანსი, რომ ძრავა ზედმეტად დაიტვირთოს. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ ძრავის ტემპერატურის მატება შეუძლია.

რა არის საწვავის ტუმბოს შემოწმების ყველაზე მარტივი გზა?


საწვავის ტუმბოს მუშაობის შემოწმების ყველაზე მარტივი მეთოდი მისი მოსმენაა. გააღეთ საწვავის ავზის კარი, მოხსენით ხუფი და გადაატრიალეთ გასაღები. ყური დაუგდეთ ავზის კართან არსებულ ხმას. ტუმბოს ზუზუნის ხმა უნდა ჰქონდეს. თუ მსგავს ხმას ვერ გაიგონებთ, მიუთითებს იმაზე, რომ ტუმბო არ მუშაობს.

როგორ შევუნარჩუნოთ საწვავის ტუმბოს სიცოცხლისუნარიანობა?

საწვავის ტუმბოს სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეგიძლიათ:

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ავზში არსებულ ტუმბოს საწვავი აგრილებს. იმ შემთხვევაში თუ ავზში საწვავი რეგულარულად ცოტაა, მაშინ ტუმბოს გადახურების რისკი აქვს. შეეცადეთ, რომ ავზი მუდმივად ბოლომდე აავსოთ.

აუცილებლად შეცვალეთ საწვავის ფილტრი რეკომენდირებული სიხშირეებით. ბინძურ ფილტრს საწვავის ტუმბოში არასასურველი წნევის შექმნა და საწვავის მიწოდების შეფერხება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები