1988 წლის Corvette Callaway SledgeHammer-ი აუქციონზე იყიდება
Aa
Aa

1988 წლის Corvette Callaway SledgeHammer-ი აუქციონზე იყიდება

Corvette-ს ისტორიის საინტერესო ნაწილი გასაყიდაა გამოტანილი.

1988 წელს რივზ კელევეის მეტი სიჩქარე უნდოდა, ამიტომ Corvette შეუკვეთა, გააუმჯობესა და 410კმ/სთ მიიღო. 1988 წლის Chevrolet Corvette Callaway SledgeHammer-ი, რომელიც რეკორდების მოსახსნელად შეიქმნა, მაშინვე ლეგენდა გახდა. ახლა კი ეს ლეგენდარული ავტომობილი აუქციონზე გასაყიდად გამოჩნდა.

Bring A Trailer -ზე აუქციონის დასრულებამდე 11 დღეა დარჩენილი და ავტომობილის ფასმა უკვე $325,000-ს მიაღწია. Callaway Cars-ი ვერცხლისფერ მოდელს მისი მფლობელის სახელით ყიდის. Corvette-ის ხელნაკეთი 5.7-ლიტრიანი V8 ძრავა 880 ცხენის ძალას და 1 046ნმ-ს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი - ZF 6-სიჩქარიანი მექანიკური. რივზმა ეს ავტომობილი 1988 წლის ოქტომბერში 12-კილომეტრიან ოვალურ ტრასაზე 410კმ/სთ განავითარა. Goodyear-მა სპეციალურად ამ ავტომობილისთვის საბურავები შექმნა. თუმცა, ამ კონკრეტულ მოდელს ისინი არ მოჰყვება. ნაცვლად, Goodyear Eagle ZR40 საბურავები აქვს.

ქარხნული ინტერიერი SledgeHammer-ს კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევს. მას ავტომატური კლიმატ კონტროლი, ელექტრო საკეტები და სავარძლები, Delco Bose სტერეო სისტემა აქვს. რა თქმა უნდა, Callaway-მ თავისი დეტალებიც დაუმატა. მაგალითად, 5-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედი. ბოლო განახლებები ავტომობილმა 2018 წელს გაიარა. ოდომეტრი კი 3 219 კილომეტრს უჩვენებს.

მსგავსი სიახლეები