Aa Aa
14 მაისი 2021  |  10:18

დიდებული Ferrari 550 GT აუქციონზე გასაყიდად გამოჩნდა

V12-ძრავიანი GT Red Bull-ის შეფუთვაში!

გახსოვთ Ferrari 550 GT 2000-იანებიდან? მისი დავიწყება ძალიან ძნელია, რადგან ის ყველასგან გამორჩეული იყო. მოდით, გავიხსენოთ, რით არის ის განსაკუთრებული.

550 იყო ბოლო V12 ძრავიანი Ferrari, რომელმაც 24-საათიანი რბოლა მოიგო. ეს 2004 წელს სპაზე მოხდა. გამარჯვებული ავტომობილი ერთ-ერთი იყო იმ 10-დან, რომელიც Prodrive-მა ააწყო. წინა წელს ის აუქციონზე £3.28 მილიონად გაიყიდა.

ეს კონკრეტული 550 Red Bull-ის შეფუთვაში ალბათ გაცილებით ნაკლებად გაიყიდება, როცა ის მილანში სოტბის აუქციონზე გამოჩნდება. თუმცა, რამდენად, ძნელი სავარაუდოა. 550 ერთ-ერთია იმ ორიდან, რომელიც Italtecnica-მ Team Rafanelli-სთვის 2001 FIA GT Championship-ში სამონაწილეოდ შექმნა. 2002 წელს JAS Motorsport-ში მოხვდა, სადაც ის „რედ ბულის“ ფერებში გადაღებეს. ბოლო წლებში საღებავი რამდენჯერმე განაახლეს.

2003-2004 წლებში ის Italian GT Championship-ზე მოხვდა და რამდენიმე რბოლაში გაიმარჯვა კიდეც. მას ფორმულა 1-ის „მერსედესის“ გუნდის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფიც კი მართავდა.

ასე რომ, სარბოლო ავტომობილების მოყვარულთათვის ეს ყველანაირი მნიშვნელობით ძვირფასი შენაძენი იქნება.

გაზიარება: