Pajero-ს გედის სიმღერა: 2022MY Final Edition
Aa
Aa

Pajero-ს გედის სიმღერა: 2022MY Final Edition

გამომშვიდობება უგზოობის ლეგენდასთან.

ერთ-ერთი ყველაზე ძველი სივი ბაზარზე, მეოთხე თაობის Mitsubishi Pajero 2006 წლიდან იყიდება. 2019 წელს Final Edition-მა Pajero-ს გზის დასასრული გვამცნო. ახლა კი მისი წარმოებაც სრულდება.

Mitsubisi Pajero-ს იაპონიის ქარხანაში მარტის შემდეგ აღარ აწყობს. გედის სიმღერა - 2022MY Final Edition-ი კი ავსტრალიისთვისაა. 800 ეგზემპლარი გამოვა. ყველა 7-ადგილიანია და GLS, GLX და Exceed ვერსისების სახითაა ხელმისაწვდომი. კაპოტის ქვეშ ტურბოდიზელის 3.2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავაა, რომელიც 189 ცხენის ძალას და 441ნმ-ს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 5-სიჩქარიანი ავტომატიკაა.

მთლიანობაში ეს ჩვეულებრივი Pajero-ა, 88-ლიტრიანი საწვავის ავზით და ავსტრალიის ბაზრისთვის შესაფერისი დეტალებით. დამატებები კაპოტის საფარს, საბარგულის საფარს, მფლობელის ტყავში შეფუთულ სახელმძღვანელოსა და სერვისის წიგნს მოიცავს. რა თქმა უნდა, Final Edition-ის ლოგოების ნაკრებიც შედის. Exceed მოდელში ტყავის სალონია და ლიუკიც აქვს.

Pajero 1981 წლიდან გამოდიოდა და 40 წლის განმავლობაში 3.3 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. შედარებით მცირე ზომის Pajero Sport-ი კი ისე წარმოებაში რჩება.

მსგავსი სიახლეები