Mercedes-Benz, Ford Ranger, Toyota 4Runner, Jeep Wrangler, Toyota Land Cruiser, Ford F-150 Raptor, Toyota Tacoma TRD Pro, Land Rover Defender, Jeep Gladiator Rubicon/Mojave, Chevrolet Colorado ZR2 Bison
Aa
Aa

უგზოობის მტერი: 10 საუკეთესო ყველგანმავალი

უგზოობაში სიარული ნამდვილი  ავტომოყვარულების საყვარელი საქმიანობაა. ასეთი „მოგზაურობები“ პანდემიის დროს კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ავტომწარმოებლები კი უფრო ფართო არჩევანს გვთავაზობენ.

საკუთარი და ავტომობილის შესაძლებლობების გამოცდა ძალიან ამაღელვებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, უგზოობისთვის ყველა ავტომობილი არ გამოდგება. დაწყებული მდიდრული სუვებით, დასრულებული კომპაქტური პიკაპებით, დღეს ბაზარზე დიდი არჩევანია. ამ სიაში თქვენ შეხვდებით უგზოობის მტერ 10 ავტომობილს, რომლებიც დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია.

Jeep Wrangler Rubicon

Ford Bronco-ს გაყიდვები ზაფხულში დაიწყება. სანამ მისი შესაძლებლობების გამოცდასა და შედარებას შევძლებთ, Jeep Wrangler-ი ამ სეგმენტის ნამდვილი მეფეა. თუ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ეძებთ, მაშინ Rubicon-ი ამ როლს შეეფერება. უგზოობაში ყველა Wrangler-ი თავს საუკეთესოდ ავლენს, მაგრამ მათ შორის Rubicon-ი ყველაზე ძლევამოსილია. თავისი Dana 4x4 ღერძებით, 33-იანი დისკებით, ყველა ზედაპირისთვის შესაფერისი საბურავებით, ფოლადის ბამპერებით და ელექტრო ბლოკირებადი დიფერენციალით, ეს ავტომობილი ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალია.

Toyota 4Runner TRD Pro

Toyota 4Runner-ის V6 და 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი შესაძლოა ზოგიერთ კრიტიკოსს მოძველებულად მოეჩვენოს, მაგრამ ამ ავტომობილმა თავისი საქმე კარგად იცის. თუ 4Runner-ის პლატფორმა, აგრეგატი და დიზაინი მოძველებულია, სხვა დანარჩენი ყველაფერი თანამედროვეა: TRD-ს ამორტიზატორები და ზამბარები, სქელი იატაკი, Nitto-ს საბურავები.

4Runner-ის ხაზში TRD Pro უგზოობაზე ყველაზე მეტად ორიენტირებული ვერსიაა. უფრო იაფიანი TRD Off-Road Toyota-ს „კინეტიკური მოძრაობის დაკიდების სისტემითაა“ (KDSS) აღჭურვილი. ამ სისტემას უკეთესი მართვადობისთვის წინა ან უკანა სტაბილიზატორების გამორთვა შეუძლია.

Ford Ranger Off-Road Package 3

ამ ავტომობილს უგზოობისთვის შესაფერისი სახელიც აქვს - Ranger! Ford Performance Level 3 ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვერსიაა. მას სხვა პაკეტების მქონე Ranger-ებთან ბევრი საერთო აქვს, თუმცა, ყველასგან უნიკალური დეტალები გამოარჩევს. Ford-ის გაუმჯობესებული ამორტიზატორები, საბუქსირე აღჭურვილობა, უგზოობისთვის შესაფერისი საბურავები, სახურავზე დამატებითი სინათლეები, სპორტული გამოსაბოლქვი სისტემა და ა.შ. ძრავაც გაძლიერებულია. მისი 2.3-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებს!

Mercedes-Benz G-Class

სანამ ამ სუვის ყოლა ყველა ცნობილი ადამიანისთვის „აუცილებლობა“ გახდებოდა, G-Class-ს სხვა ცხოვრება ჰქონდა. ის თავდაპირველად სამხედრო ავტომობილი იყო. მართალია, ის ნელ-ნელა სულ უფრო მდიდრული ავტომობილი ხდება, მაგრამ გულით ის ჯერ კიდევ უგზოობის ნამდვილი მტერია. ორსიჩქარიანი სარიგებელი კოლოფით, სამი თვითბლოკირებადი დიფერენციალით, G-რეჟიმით, ჩაჭიდების კონტროლით და სტაბილურობის კონტროლის სისტემებით, ეს ავტომობილი მდიდრული სუვისთვის შეუფერებელ ყველგანმავალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. დაუმატეთ ამ ყველაფერს ძლევამოსილი V8 და უკვე სიტყვებიც ზედმეტია.

Toyota Land Cruiser

Toyota Land Cruiser-ი ნამდვილი ლეგენდაა. 1950-იანებიდან ეს ავტომობილი ყველგანმავალ შესაძლებლობებზე იყო ორიენტირებული. „ნივაზე“ რა გითხრათ, მაგრამ Land Cruiser-ს მართლაც ყველგან მისვლა შეეძლო და შეუძლია.

მართალია, დღეს ის უფრო მდიდრულია, ვიდრე წინათ, მაგრამ მისი შესაძლებლობები არსად გამქრალა. მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს ავტომობილი უკეთეს ყველგანმავლად აქცია. ახალი მონიტორი გზის ზედაპირს ყველანაირი კუთხით აჩვენებს. KDSS სისტემა, თვითბლოკირებადი დიფერენციალი, უგზოობაში მოხვევის დამხმარე სისტემა Land Cruiser-ის აღჭურვილობაშია.

Ford F-150 Raptor

ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილები ძირითადად გზის გაკვალვაზეა ორიენტირებული. F-150 Raptor-ი კი ძირითადად უგზოობაში მაღალი სიჩქარის განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი ტურბოდაბერვის V6 ძრავა 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Baja რეჟიმი უგზოობაში მაღალი სიჩქარის განვითარებაში ეხმარება. ეს ავტომობილი Rock Crawl და Mud/Sand რეჟიმებსაც გვთავაზობს, რაც გზის სხვადასხვა ზედაპირთან უკეთ გამკლავებაში ეხმარება.

Toyota Tacoma TRD Pro

2019 წელს Toyota-მ TRD Pro-ს ხაზი განაახლა. ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება Fox Racing-ის ამორტიზატორების დამატება იყო. როცა დაკიდების სისტემა აწვება, ამორტიზატორები უფრო ხისტი ხდება, რაც უგზოობაში უკეთეს შესაძლებლობებს გვთავაზობს, ყოველდღიურობისთვის კი არაკომფორტულია. Tacoma TRD Pro-ს ზეთის რეზერვუარები ყველანაირ ცუდ ზედაპირს უძლებს. ამ ავტომობილს 5-რეჟიმიანი სისტემა აქვს, რომელიც ყველანაირ ზედაპირზე ჩაჭიდებას უზრუნველყოფს.

Land Rover Defender

Land Rover-მა Defender-ის სახელი 2020 წელს გააცოცხლა, როცა ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალი წარმოებაში დააბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის უფრო მდიდრული სუვია, Defender-ი უგზოობაში თავის შესაძლებლობებს კარგად ავლენს. თითქმის 30 სანტიმეტრიანი კლირენსით, ის 60სმ სიმაღლის წყალში გავლის შესაძლებლობას იძლევა.

მას ClearSight Ground View სისტემა აქვს, რაც ყველგანმავალისთვის კრუიზ კონტროლის მსგავსი სისტემაა, რომელიც გარემო პირობებზე უფრო ვრცელ ინფორმაციას აწვდის.

Land Rover-ი ამ სუვს ბევრი სხვადასხვა პაკეტით გვთავაზობს.

Jeep Gladiator Rubicon/Mojave

2020 წელს Jeep-მა პიკაპი გამოუშვა, რომელიც Wrangler-ის მსგავს შესაძლებლობებს გვთავაზობს. თუ უგზოობაში ქვიან ზედაპირზე მიდიხართ, მაშინ Rubicon ვერსია უკეთესი არჩევანია, უდაბნოსთვის კი Mojave ვერსია არსებობს.  

Rubicon 33-იანი საბურავები, ბლოკირებადი წინა და უკანა დიფერენციალი, 2-სიჩქარიანი სარიგებელი კოლოფი, პიკაპის სტაბილურობის კონტროლი და ბევრი სხვა საინტერესო დეტალი აქვს. Mojave ვერსია ცოტათი განსხვავებულია. მას უფრო მაღალი კლირენსი, განსხვავებული ამორტიზატორები და ბამპერები, დამატებითი რეზერვუარები აქვს. ორივე შემთხვევაში თქვენ საუკეთესო შესაძლებლობების პიკაპს მიიღებთ.

Chevrolet Colorado ZR2 Bison

როცა ავტომწარმოებელი მის პროდუქტს ცხოველის სახელს არქმევს, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ავტომობილი ნამდვილი მხეცია. ამ ავტომობილის შექმნაზე Chevrolet-მა American Expedition Vehicles-თან ითანამშრომლა. AEV-მა ბიზონს ფოლადის ბამპერები, ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები, 17-იანი დისკები და უზარმაზარი თაღები გაუკეთა. ამ ყველაფერს Multimatic-ის რეგულირებადი ამორტიზატორები, თუჯის განივი ბერკეტი, ორივე ბლოკირებული ხიდი, 5სმ-ით მაღალი და 8.8სმ-ით განიერი ბორბლებიც ემატება. შედეგად კი ZR2 Bison-ი GM-ის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილად იქცა.  

მსგავსი სიახლეები