Bugatti Chiron Pur Sport-ი 7 227-ცხენისძალიან სამხედრო რეაქტიურ თვითმფრინავს ეჯიბრება
ეს ტიპური სწორხაზოვანი რბოლა ნამდვილად არ გახლავთ.
ძველი Top Gear-ის მე-10 სეზონის მე-3 ეპიზოდში გასაოცარი სწორხაზოვანი რბოლა ვიხილეთ. ამ დაძაბულ ბრძოლაში მონაწილეობას Bugatti Veyron-ი იღებდა, რომელსაც რიჩარდ ჰამონდი მართავდა. ისინი ერთად Eurofighter Typhoon-ის დამარცხებას შეეცადნენ. Bugatti-მ ახლა იმავე პრინციპის დუელის მოწყობა გადაწყვიტა. ორთაბრძოლა Veyron-ის მემკვიდრე Chiron-სა და Dassault Rafale Marine-ს შორის უნდა გამართულიყო.
W16-ძრავიანი ავტომობილი Pur Sport-ია, რომელიც Les Legendes du Ciel-ის მახასიათებლებისაა. ეს ავტომობილი ეტორე ბუგატის მიერ თვითმფრინავების ძრავებში შეტანილი წვლილის საპატივცემულოდ შეიქმნა.
20 წარმოებული Chiron Sport Les Legendes du Ciel-იდან ერთ-ერთი ბუგატის „ტესტ“ მძღოლის, პიერ ჰენრის მიერ იმართებოდა. მას საკმაოდ რთული დავალება ჰქონდა - ის Dassault Rafale Marine-ს უნდა შერკინებოდა. ეს ფრანგული მრავალფუნქციური გამანადგურებელი 7 227 ცხენისძალას გამოიმუშავებს.
შესაძლოა Chiron-ი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სერიულად წარმოებული ავტომობილია, მაგრამ მისი მაქსიმალური სიჩქარე Rafale Marine-ის 1.6 მახთან (2 000კმ.სთ-თან) ვერასდროს მივა.
როგორ დასრულდა რბოლა? ნახეთ ზემოთ მიბმული ვიდეო!