BMW, M3, ჰეჩბექი, BMW M3, M3 Coupe, BMW Classic
Aa
Aa

BMW მსოფლიოში ერთადერთ ქარხნულ M3 E36 Compact-ს იხსენებს

ის M3 Coupe-ზე 300კგ-ით უფრო მსუბუქი იყო და იგივე სიმძლავრე ჰქონდა.

BMW Classic-ი არქივში იხედება და E36 მესამე სერიის მივიწყებულ „კომპაქტ“ მოდელს გვახსენებს. მასპინძლებმა მსოფლიოში ერთადერთი M3 ჰეჩბეკიც დაგვათვალიერებინეს, რაც ჩვენების ნამდვილი ვარსკვლავია.

აშშ-სთვის სამკარიანი მესამე სერიის მხოლოდ 318ti ვერსია გამოუშვეს. ევროპაში კი ეს მოდელი დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა. აშშ-ში მცირე ზომის ჰეჩბეკები არასდროს იყო ისეთი სასურველი, როგორც ოკეანის გადაღმა. თავმდაბალი გახლდათ 1990-იანი წლების სიმძლავრის სტანდარტებიც.

BMW-მ სიმძლავრის ნაკლებობა, ევროპული ბაზრისთვის, 323ti-ს გამოშვებით აღმოფხვრა. ეს ვერსია 2.5-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 168 ცხენისძალას გამოიმუშავებდა.

M დივიზიამ სამკარიან ჰეჩბეკში კარგი სპორტული ავტომობილის პოტენციალი დაინახა და კონცეპტუალური მოდელის შექმნა გადაწყვიტა. 1996 წელს გამოშვებული M3 S50B32-ის კოდური სახელით ცნობილი 3.2-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც BMW-ს ორი VANOS-ის სისტემა ჰქონდა. ძალოვანი აგრეგატი 316 ცხენისძალას უყრიდა თავს.

დამატებითი სიმძლავრის მიღმა, M-ის ჯგუფმა ინტერიერი კარბონის სპორტული სავარძლებითაც აღჭურვა. საჭე, სიჩქარის გადასართავი და ხელის მუხრუჭი ალკანტარამ დაამშვენა. ყველაზე ლამაზი კი მანქანის უკანა მხარე გახლდათ, საიდანაც ოთხი მაყუჩი მხეცურად იმზირება.

შედეგად, 150კგ-ით უფრო მსუბუქი ავტომობილი ზუსტად იმავე სიმძლავრეს გამოიმუშავებდა, რასაც e36 M3-ის კუპე. Compact-ი ჩვეულებრივ ორკარიან მოდელზე 23 სანტიმეტრით მოკლე იყო. უკანა ღერძე შემცირებულმა წონამ კი ავტომობილს მეტი მანევრულობა და მოქნილობა შესძინა. 

სამწუხაროდ, BMW-ს M3 Compact-ისთვის საწარმოო მწვანე შუქი არასდროს აუნთია.

მსგავსი სიახლეები