ახალი M3-სა და M4-ის ექსტრემალური ტესტი
საგზაო ავტომობილები, რომლებიც გასართობადაა შექმნილი.
ახალი BMW M3 და M4, უზარმაზარ ცხაურასთან ერთად, უზარმაზარ წარმადობასაც გვთავაზობს. ეიფორიას მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე უკანა წამყვანი სპორტული ავტომობილი იწვევს, რომელსაც, წინა მოდელთან შედარებით, სიმძლავრე მნიშვნელოვნად აქვს გაზრდილი.
ეს ყველაფერი კი დრიფტისთვის იდეალური ავტომობილის რეცეპტი გახლავთ, რისი თვალსაჩინოებისთვისაც BMW M-ის YouTube არხზე ატვირთული უკანასკნელი ვიდეო გვეხმარება. ამ ვიდეოში ორი ყმაწვილი ახალი M3-თა და M4-თ ერთობიან და მართვის შეგრძნებებს გადმოსცემენ.
მესამე და მეოთხე სერიის საჭესთან Red Bull-ის დრიფტერი ძმები - ელიას და ჯოანას ჰოუნტანჯები სხედან. თუ თქვენ ამ სპორტის მაყურებლები ხართ, მაშინ ეს ადამიანები გაცნობას არ საჭიროებენ.
G80 M3 და G82 M4 საპრეზენტაციო ფერებისაა: Isle of Man Green-ის ფერი M3 და Sao Paulo Yellow M4. Hockenheimring-ზე ძმებმა M-ის მოდელები გასართობად მოცურებულ მდგომარეობაში მართეს. მათი მოლოდინები კი სრულად გამართლდა.
როგორც უკვე იცით, BMW M3-სა და M4-ს M Drift Analyzer-ი აქვს, რომლის მეშვეობითაც დრიფტის ხანგრძლივობა, დისტაცია და კუთხე ითვლება. ეს ყველა ინფორმაცია კი დრიფტის შემდეგ მონიტორზე გამოდის. მოგვიანებით საქმეში BMW M-ის დეველოპერი ტომასი ჩაერთო, რომელიც ძმებს ამ ფუნქციის გარკვევაში და გარბენის შეფასებაში დაეხმარა.
შესაძლოა ახალი M3 და M4 ავტომოყვარულებში დავას პოლარიზებული დიზაინის გამო იწვევდეს, თუმცა, BMW-ს გულშემატკივრები ამ ავტომობილს სპორტულობასა და წარმადობას ვერ დაუწუნებენ.