Aa Aa
30 მაისი 2021  |  13:16

ავსტრალიის ფედერალური პოლიცია VIP ესკორტს შეჯავნული BMW X5-ით მოემსახურება

დოკუმენტების გასაჯაროებიდან ვიგებთ, რომ ახალი თაობის ტყვიაგაუმტარი X5 მალე ავსტრალიაში გამოჩნდება. 

ავსტრალიური ფედერალური პოლიცია მალე საკუთარ ავტოპარკს BMW X5-ის ახალი შეჯავშნული მოდელებით განაახლებს. ეს ავტომობილები საჯარო მოხელეებსა და VIP-ის მოემსახურება.

უახლესი ტყვიაგაუმტარი X5 2019 წელს გასაჯაროვდა და ის “VR6-ის“ დონის დაცვას გვთავაზობს. ავტომობილი AK-47-ის ტყვიებს თავისუფლად უძლებს. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იარაღია მსოფლიოში.

მგზავრების განყოფილება 15 კილოგრამი TNT-ის აფეთქებას 4 მეტრის მოშორებიდან უძლებს. გარდა ამისა, ავტომობილი მედეგია გერმანული სამხედრო გამოყენების ხელის ყუმბარების წინააღმდეგაც. მყიდველები გაუმჯობესებული სახურავის შეძენას 200-გრამიანი C4-ის წინააღმდეგ დაცვისთვისაც შეძლებენ.

AFP შეჯავშნული BMW X5-ის მოდელებს მას შემდეგ იყენებს, რაც შეჯავშნულ Ford Territory SUV-ში ერთი პოლიციელი დაშავდა. ახლა კი ათწლეულზეა მეტია, რაც ავსტრალიურ ფედერალურ პოლიცია X5-ს ენდობა.

Ford Territory მძიმე ჯავშნით მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ავტომობილმა ქარხანა დატოვა. BMW კი მოდერნიზებულ X5-ს ქარხნულად გვთავაზობს. ეს გარემოება კი რამდენიმე ინჟინერულ უპირატესობას იძლევა.

შეჯავშნული არმირებული ავტომობილები, ისევე როგორც ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და დაცვის სხვა საშუალებები, ავსტრალიაში საკმაოდ მკაცრად კონტროლდება. BMW X5 კი სპეციალურ რეგულაციებს ისეთი რეგიონებისთვისაც აკმაყოფილებს, როგორიც სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და რუსეთია.

VR6-ის დაცვის მქონე BMW X5 4.4-ლიტრიანი ორტურბინიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 522 ცხენისძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამომიმუშავებს. გაზრდილი წონის მიუხედავად, ავტომობილი 0-დან 100-მდე 5.9 წამში ჩქარდება და 100კმ-ზე 13 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ამ მანქანის მყიდველებს საკმაოდ გრძელი "ოფციათა სია" ექნებათ, საიდანაც ვიზუალურ და ინტერიერის დეტალებთან ერთად, დაცვის დამატებით საშუალებებს აარჩევენ.

გაზიარება: