ტყვიაგაუმტარი Alfa Romeo Giulia იტალიაში პოლიციელების სამსახურშია
Aa
Aa

ტყვიაგაუმტარი Alfa Romeo Giulia იტალიაში პოლიციელების სამსახურშია

იტალიაში ასეთი 1770 ავტომობილი ივლის.

კარაბინერები იტალიაში წესრიგს იცავენ და მათ Alfa Romeo-სთან თანაშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. მათ ავტომობილებს ახალი Giulia შეემატება. კარაბინერები 1 770 სპეციალურად აღჭურვილ Giulia-ს მიიღებენ.

კაპოტის ქვეშ 2.0-ლიტრიანი ძრავაა, რომელიც 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი ავტომატიკაა. 0-100კმ/სთ-მდე 6.6 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე 230კმ/სთ.

კარაბინერების Giulia-ს B4-დონის ჯავშანი აქვს. სახურავზე ციმციმებია. მათი განლაგება აეროდინამიკულად გამოიყურება. გვერდებზე მოციმციმე სინათლეებია, სარკეებზე კი LED ციმციმებია.  

Alfa Romeo Giulia-ს მიწოდებები ამ ფირმის პირველი ავტომობილის გამოსვლიდან 70 წლის შემდეგ დაიწყო. ეს იყო  1900 M "Matta." მას 1900 სედანის გამოსვლაც მოჰყვა და მალევე კარაბინერების ავტომობილიც დაიბადა.

60-იანებში Giulia გამოვიდა, მას Alfetta, Alfa Romeo 90, Alfa Romeo 75, Alfa Romeo 155, Alfa Romeo 156 და Alfa Romeo 159 მოჰყვა. 2016 წელს Alfa Romeo-მ კარაბინერებს რომსა და მილანში ორი Giulia Quadrifoglio გადასცა.

მსგავსი სიახლეები