Audi კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება
Aa
Aa

Audi კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება

მთელი მსოფლიო ვირუსით გამოწვეულ ზარალზე საუბრობს. მსოფლიოში კი ნელ-ნელა ეკონომიკური კრიზისი იწყება. Audi-მ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტა.

მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება. მაგალითად, ავსტრიამ უკვე დაადასტურა, რომ 2019 წლის მარტთან შედარებით, უმუშევრობა 40%-ით გაიზარდა.ტურიზმი დროებით საერთოდ აღარ არსებობს.

ვირუსმა ავტომწარმოებლებიც დააზარალა, თუმცა Audi-მ გადაწყვიტა, იმ ადგილებისთვის 5 მილიონი ევრო გამოყოს, სადაც მათი ქარხნებია, მაგალითად უნგრეთსა და ბელგიაში. ამასთან, კომპანია კიდევ 600 000 ევროს ინგოლშტადის საავადმყოფოს გადასცემს.

14 აპრილს Audi Ingolstadt-ში კონცერტი გაიმართება, რომლის ყურებაც კომპანიის  youtube არხზე იქნება შესაძლებელი. ორგანიზატორებს უნდათ ყველას შეახსენონ, რომ ვირუსის შემდეგ სიცოცხლეც არსებობს და რთულ პერიოდში გამძლეობაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები