BMW-ს თქმით, ის M550i xDrive-ს აჩქარების პრობლემას მოაგვარებს
მას შემდეგ, რაც 2021 წლის M550i xDrive-მა ტესტირებები ჩააგდო, მისი მფლობელები განახლებულ პროგრამას მიიღებენ.
BMW სადილეროებსა და 2021 წლის M550i xDrive-ს მყიდველებს შეატყობინებს, რომ მათი 523-ცხენისძალიანი სედანი არაა ისეთი სწრაფი, როგორიც უნდა ყოფილიყო. BMW M550i შეპირებულ დროში, 3,6 წამში ვერ ჩქარდება.
პრობლემა ისაა, რომ სტაბილურობის კონტროლი და კომპიუტერი კავშირს კარგავს, რაც ტურბოკომპრესორში ტურბოჩაბერვის წნევის ვარდნას იწვევს.
ავტომწარმოებლის თქმით, ზაფხულში ისინი პროგრამას გამოუშვებენ, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.