BMW-ს უცნობი კონცეპტუალური ავტომობილები, რომლებიც ბრენდის ამჟამინდელ სახეს მოასწავებდა
„ქროსოვერის“ კუპეები, უზარმაზარი ცხაურები ათწლეულებია იქმნება.
BMW Group Classic-ის უკანასკნელი ვიდეო იმ კონცეპტუალურ ავტომობილებს გვაჩვენებს, რომლებმაც BMW-ს თანამედროვე დიზაინი განაპირობა. იდეები, რომლებიც ახლა BMW-ს განსაზღვრავს დიზაინერების მიერ ათწლეულების წინ შეიქმნა.
ვიდეოს მთავარი გმირი 2004 წელს შექმნილი BMW ICE-ა. წლების წინ ICE შიგაწვის ძრავის პოპულარულ აბრევიატურას არ წარმოადგენდა. ამის ნაცვლად, ის Integrated Engineering Concept-ს ნიშნავდა. ეს დიზაინერებისა და ინჟინრების საერთო ნამუშევარს გულისხმობს, რისი შედეგიც უფრო პრაქტიკული და რეალური იდეაა, ვიდრე უბრალო, ტიპური კონცეპტი.
კალიფორნიის დიზაინერულ სტუდიაში შექმნილი ICE “ქროსოვერის“ კუპეა. კუპე აქ ტრადიციული მნიშვნელობისაა, რაც ორ კარს ნიშნავს. ეს ავტომობილი მიწიდან მაღლაა და Z4-ის ინტერიერი აქვს. ის 2001 წლის BMW X Coupe-ს კონცეპტუალურ მოდელთან შედარებით, უფრო პრაქტიკული ჩანს.
წინა მხარე, დიდი ალბათობით, E65 7 Series-ს მოგაგონებთ. ეს კოცეპტუალური ავტომობილი ზუსტად მაშინ შეიქმნა, როდესაც 2003-2004 წელს განახლებული მეშვიდე სერია ვიხილეთ.
ვიდეოში BMW 7 Series-ის კონცეპტიცაა. ყურადღების გამახვილებას აუცილებლად იმსახურებს მისი უზარმაზარი თირკმელისებრი ცხაურა. პროპორციულად ის ზუსტად ისეთ ზომის ცხაურაა, როგორიც ახალ M3-სა და M4-ს აქვს. ეს დეტალი უამრავმა ადამიანმა ახალ ხედვად მიიჩნია, თუმცა აშკარაა, რომ BMW-ში ეს ათწლეულების წინ იფიქრეს.