ABT-მ RS7 Sportback-ი 730-ცხენისძალიან მონსტრად აქცია
Aa
Aa

ABT-მ RS7 Sportback-ი 730-ცხენისძალიან მონსტრად აქცია

ABT RS7-R-ს Lamborghini Aventador-ზე მეტი ცხენის ძალა აქვს.

ABT „აუდის“ გაუმჯობესებული ვერსიებით ხშირად გვანებივრებს. ეს ტუნინგ ატელიე მანქანებს მეტ აგრესიულობას მატებს.

ამჯერად მან Audi RS7-ს ცხენისძალები და ექსტერიერის ახალი დეტალები დაუმატა. ამ შემთხვევაშიც ავტომობილი უფრო აგრესიულად გამოიყურება, ვიდრე წინათ. 

ამ Audi RS7-ს ABT-ს Power R-ი განახლება აქვს, რაც 720 ცხენის ძალას და 920ნმ-ს გულისხმობს. შედეგად, RS7-R 0-100კმ-მდე 3.2 წამში ჩქარდება.

რაც შეეხება ექსტერიერს, ABT-ამ ავტომობილს წინა ცხაურას ჩარჩოს, უკანა ფრთას და სხვა ნაწილებს მოდიფიკაცია გაუკეთა. მანქანას 22-იანი დისკები და ახალი დაკიდება დაუყენა.

ინტერიერში მცირე ცვლილებაა: სავარძელზე RS7-R-ის ლოგო და საჭეზე ტყავისა და კარბონის დეტალებია.

ამ განახლებების შემდეგ ABT RS7-R-ი შთამბეჭდავად გამოიყურება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები