ავტომობილები, რომლებმაც დროს გაუსწრო
Aa
Aa

ავტომობილები, რომლებმაც დროს გაუსწრო

ავტომობილის გამოგონებამ სამყარო შეცვალა, თუმცა არსებობს ავტომობილები, რომლებლაც თავად ავტოსამყარო გარდაქმნა. ზოგიერთი მათგანი საზოგადოებამ მარტივად მიიღო და შეიყვარა. ზოგი კი იმდენად უსწრებდა დროს, რომ მისი მიღება გაუჭირდათ და ეს ამ ავტომობილების გზის დასრულების მიზეზიც კი გახდა. 

ამ სიაში მოხვედრილი ყველა ავტომობილი ინოვაციური იყო. ზოგმა მათგანმა გაამართლა, ზოგს ნაკლებად გაუმართლა, მაგრამ თავისი კვალი ავტოსამყაროში ყველა მათგანმა დატოვა. 

Aston Martin Lagonda

მეორე სერიის Lagonda 1976 წელს გამოვიდა და ისე ფუტურისტულად გამოიყურებოდა, რომ მისი მიღება 1980-იან წლებშიც გაუჭირდათ. შეხებაზე მგრძნობიარე კონტროლის ღილაკები და პლაზმური ეკრანები 1970-იანებში წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. Aston Martin-მა ვერც კი გაიაზრა, რატომ არ გაამართლა ამან. საბოლოოდ ინოვაციური ფუნქციები 1980 წელს ამოიღეს. დატოვეს ციფრული მონაცემთა დაფა.

Audi A2

A2: ავტომობილი ტექნიკურად იმდენად რთული იყო, რომ Audi-ს დღესაც შეუძლია მისი გამოშვება და დღესაც თანამედროვედ გამოჩნდება. ეს ავტომობილი კომპანიისთვის ფინანსურად ძალიან წამგებიანი აღმოჩნდა. თითოეულ გაყიდულ A2-ზე Audi ათასებს კარგავდა. თუმცა, ეს ავტომობილი დროს ორი ათწლეულით უსწრებდა.

Chrysler Turbine Car

„რამდენად განსხვავებული იქნებოდა დღეს ამერიკა ყველას რომ ტურბინიანი ავტომობილი გვყავდეს?“ - კითხულობს თავის წიგნში Chrysler Turbine Car-ზე სტივ ლეტო. სამართლიანი კითხვაა, რადგან რეაქტიულძრავიანი ავტომობილები დღეისთვისაც კი ფუტურისტული და ამაღელვებელია. მისი საწვავი იქნებოდა ყველაფერი, რაც ჟანგბადთან ერთად იწვის: არაქისის ზეთი, სუნამო, ტეკილა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს პროექტი მიატოვეს და მხოლოდ რამდენიმე იშვიათი ეგზემპლარი აიწყო.

Citroen DS

რა იქნებოდა DS კარგი პროექტი  რომ არ გამოსულიყო? ეს Citroen-ის ავტორიტეტს ძალიან ცუდად დაარტყამდა. მაგრამ DC წარმატებული გამოდგა. მისი ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა რევოლუციური გამოდგა. თავად ავტომობილი კი ხელოვნების ნამდვილი ნიმუში იყო. 1955 წელს პარიზის ავტოშოუს პირველი დღის ბოლოს უკვე 12 000 შეკვეთა იყო დაფიქსირებული.

მისი დაბადებიდან 60 წლის შემდეგ Citroen-მა ამ ავტომობილის სახელი ბრენდს უწოდა. რა ბედი ელის მას, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

Ford Model T

ავტომობილის გამოგონებიდან 22 წელი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მასობრივი წარმოება დაწყებულიყო და ეს სწორედ Model T-მ მოახერხა. მისი მართვა იმ დროისთვისაც კი მოუხერხებელი იყო. თუმცა, მთავარი მისი აგების პროცესი იყო, რომელმაც ავტოსამყაროში რევოლუცია მოახდინა. მასობრივი წარმოება მხოლო ერთ ფერში. 1908 წელს მისი ფასი დღევანდელი ექვივალენტით $20,000 იყო. თუმცა, მისი წარმოების საიდუმლოების გასაჯაროებასთან ერთად, ფასმა დაიკლო.

მალე ამერიკაში გაყიდული ავტომობილების ნახევარი Model T იყო. 1923 წლისთვის კი მისი ფასი $300, დღევანდელი ექვივალენტით $4200 იყო. 4 კონტინენტზე და 12 ქვეყანაში იწყობოდა. ჯამში კი 15 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა! ამ ავტომობილმა მსოფლიო ბორბლებზე შეაყენა.

Honda Insight

დღეს ჰიბრიდები უკვე ყველგანაა. თუმცა, მილენიუმის დასაწყისში ყველაფერი სხვაგვარად იყო. Toyota Prius-თან ერთად, Honda Insight-ი ჰიბრიდულ ტექნოლოგიაში პიონერი იყო. მას 3-ცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი VTEC ძრავა ჰქონდა, რომელიც Integrated Motor Assist-თან ერთად მუშაობდა. ეს ავტომობილი წარმოუდგენლად ეკონომიური იყო. ის 100კმ/ზე მხოლოდ 3 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

Jensen FF

ეს ავტომობილი იტალიურ დიზაინს და ამერიკულ ძალას აერთიანებდა. მას მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ ავტომობილს უწოდებდნენ. მას ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა და ოთხივეწამყვანი სისტემა ჰქონდა. ამ უკანასკნელზე Ferguson Research-ი წლების განმავლობაში მუშაობდა. შესაძლოა ეს სისტემა მსოფლიოს Audi Quattro-მ გააცნო, მაგრამ Jensen-ი 60-იანებში პიონერი იყო.  

Lamborghini LM002

ათწლეულებით ადრე, სანამ Porsche Cayenne-ს გამოუშვებდა, Lamborghini პირველი მდიდრული კომპანია იყო, რომელმაც სუვი გამოუშვა. LM002 Countach-ის V12-ძრავიანი მონსტრი იყო. მან ცხოვრება სამხედრო ავტომობილად დაიწყო. შემდეგ კი Lamborghini-მ საგზაო ვერსია შექმნა. 196-1993 წლებში 300 „რემბო ლამბო“ გაიყიდა. 10 წლის შემდეგ, რაც ეს ავტომობილი წარმოებიდან ამოიღეს, სუვის შექმნის იდეამ „პორშეს“ არსებობა გადაარჩინა.

Mercedes-Benz 300 SL

ყველა ავტომწარმოებელს თავის „სიმბოლო“ ჰყავს. Mercedes-ის ნამდვილი მარგალიტი 300 SL - ია. ის 1954-1963 წლებში გამოდიოდა და კუპესა და როდსტერის ფორმით იყო ხელმისაწვდომი. ეს არის ავტომობილი, რომელიც ბევრი თანამედროვე მოდელის შთაგონების წყაროდ იქცა. მას „მერსედესის“ სუპერქარების სამეულის SLR McLaren-ის, SLS AMG-სა და AMG GT-ს არსებობას უნდა ვუმადლოდეთ. რატომ არის ეს პატარა სპორტული ავტომობილი 1950-იანებიდან ნამდვილი ლეგენდა?

ეს ავტომობილი ნებისმიერი კუთხიდან შესანიშნავად გამოიყურება. თოლიის ფორმის ფრთის კარები მას გენიალურობას მატებს. თუმცა, რაც მთავარია, 1954 წელს 300 SL მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო.

3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 212 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ. მისი ყველა დეტალი მაღალი ტექნიკური მონაცემებისთვის იყო შექმნილი. მას „სარბოლო ავტომობილი ქუჩებისთვის“ უწოდეს.

Mercedes-Benz CLS

ეს ავტომობილი პირველი 4-კარიანი კუპეა. 2003 წელს გერმანულმა ავტომწარმოებელმა მისი კონცეპტი წარმოადგინა. 2005 წელს, როცა გაყიდვაში ჩაეშვა, ის ნამდვილი ჰიტი იყო. მის პასუხად Audi-მ A7, BMW-მ მეექვსე სერია Gran Coupe, Porsche-მ კი Panamera შექმნა. ახლა Mercedes-ი ორ მდიდრულ 4-კარიან კუპერს უშვებს: AMG GT 4-Door-სა და CLS-ს.

Porsche 959

Porsche 959 ბევრად განსხვავებული იყო, ვიდრე მისი მთავარი კონკურენტი F40. სანამ ერთ-ერთი მათგანი ბიზნესში ყოფნის 40-წლიან გამოცდილებას ემყარებოდა, მეორე მომავლის სუპერქარის ხედვა იყო. Porsche-ს განვითარებული ოთხივეწამყვანი სისტემა შესანიშნავ ჩაჭიდებას გვთავაზობდა. Porsche-ს დღევანდელი მოდელების დიდი ნაწილი არსებობას სწორედ ამ ავტომობილს უნდა უმადლოდეს.

Toyota RAV4

Toyota ამტკიცებს, რომ მათ კომპაქტური სპორტული ყველგანმავლების სეგმენტი შექმნეს, როცა RAV4 გამოუშვეს. ორიგინალი ვერსია 4WD ავტომობილის დიზაინს მის დინამიკას შესანიშნავად უთავსებდა. მასზე Camry-ს, Carina-სა და Celica GT-Four-ს მექანიკოსები მუშაობდნენ. თავდაპირველად, RAV4-ს 2.0-ლიტრიანი 16v ძრავა ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები