მიუხედავად იმისა, რომ Nissan Skyline-ი პირველად 1960-იან წლებში გამოჩნდა, ლეგენდარული ფლაგმანის სტატუსი 89’ წელს გამოშვებულ მოდელამდე არ ჰქონდა მოპოვებული. მისი წინამორბედების მსგავსად, R32-ის თაობის "სკაილაინი" 2.6-ლიტრიანი ორ-ტურბინიანი RB26DETT-ი სრულ ამძრაობასთან იყო დაწყვილებული. ამ ტექნოლოგიას Advanced Total Traction Engineering System ერქვა, რომელიც ყველა ტიპის საფარისთვის იყო განკუთვნილი და მაბრუნი მომენტის ელექტრონული გამყოფით ხასიათდებოდა. ეს ყველაფერი კი 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში მოწინავე ტექნოლოგიად განიხილებოდა. ქუჩებშიც და რბოლებშიც, R32 Skyline GT-R-ის სიმძლავრისა და მანევრულობის კომბინაცია იმდენად დომინანტური იყო, რომ ის ყველაფერს ანადგურებდა, რაც გზაზე შეხვდებოდა. მას ზედმეტსახელად „გოძილაც“ შეარქვეს.
Godzilla-ს რეპუტაცია სპორტული ატელიების გარდაქმენიბისგანაც იყო გამომუშავებული , რომლებიც R32-ის პლატფორმიდან საოცარ შედეგებს იღებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდარული იაპონური კომპანია Top Secret-ია, რომელიც 1991 წელს ჩიბაში დაფუძნდა. Skyline GT-R-ის ახალ მოკაზმულობას 650R-ი დაარქვეს და ის R32-ების Mechagodzilla-ა. ახლახან კი მისი აშშ-ში იმპორტი განხორციელდა.
თუმცა, სანამ JDM კულტურაში და ამ საფუძვლიანად გაუმჯობესებულ GT-R-ის მონაცემებში ჩავყვინთავთ, მნიშვნელოვანი ადამიანი უნდა გაგაცნოთ: კაზუჰიტო ნაგატა, იგივე სმოკი ნაგატა - ადამიანი, რომელიც Top Secret-ის უკან დგას.
[ArticleBannerPlaceholder]მიუხედავად იმისა, რომ სმოკის ზედმეტსახელის ისტორია ცნობილი არაა, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის 1998 წელს იქნა შერქმეული. ნაგატამ იაპონიაში რეგისტრირებული 1003-ცხენისძალიანი MK IV Supra-თი საოცარი ბოლი დააყენა და ბრიტანეთის სახალხო მაგისტრალზე 312კმ/სთ განავითარა. შედეგად მან ერთი ღამე ციხეში გაატარა, 190£-ით დაჯარიმდა და ბრიტანეთში შესვლა ათი წლის განმავლობაში აეკრძალა.
ზემოთ აღნიშნული Supra ყველასთვის საყვარელი 2JZ-GTE-ის ნაცვლად RB26DETT-ით იყო აღჭურვილი. ნაგატამ კი სახელი სწორედ ასე გაითქვა. მან Top Secret-ის კომპანია დააფუძნა და ძრავების „სვაპის“ სამუშაოებს ასრულებდა. შემდეგ კი მოდერნიზებულ ავტომობილებს ტოკიოს გვირაბებში ტესტავდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი Nissan Cima VQ V8 ძრავის Infiniti G35-ში განთავსება იყო. ამ ავტომობილმა გერმანიის ავტობანზე 340კმ/სთ განავითარა. ჩინებული იყო V12 ძრავიანი Supra-ს შედეგიც, რომლის მაქსიმალურმა სიჩქარემაც, Nardo Ring-ზე, 362კმ/სთ-ს მიაღწია. ნაგატას ხელისუფლებისა და კანონების მიმართ უგულებელყოფამ მას მსოფლიოში სახელი გაუთქვა . თუ იმ პერიოდში ვინმე საავტომობილო „ინფლუენსერი“ იყო, ეს სწორედ სმოკი ნაგატა იყო.
GT-R 650R Gold-ი ქუჩებში ლეგალურად გადაადგილებისთვის იყო შექმნილი. მას „ფრანკენშტეინის“ ძალოვანი აგრეგატი არ ჰქონდა. ნაცვლად ამისა, მას RB26DETT-ი შეუნარჩუნეს, მოცულობა 2.8-ლიტრამდე გაზარდეს და ძრავის საუკეთესო JDM კომპონენტები დაუმატეს: HKS-ის დგუშები და ლილვი, NISMO-ს საკისრები, Tomei-ს მანაწილებელი ლილვი. ქარხნული ორი ტურბინა GReddy-ს T78-ის ტურბინით ჩანაცვლდა. როგორც სახელი 650R-ი მოწმობს, ამ R32-ს 650 ცხენის ძალა აქვს. მანქანაზე შეამჩნევდით Top Secret-ის აეროდინამიკურ კომპლექტსაც, რომელიც კარბონის წინა ბამპერს, ძრავის ხუფს და უკანა დიფუზორს მოიცავს. და არ დავივიწყოთ - Top Secret-ის არც ერთი ავტომობილი გამოსულა ოქროსფერი საღებავის გარეშე. 2019 წელს 650R Gold-მა Best Demo Car-ის ტიტული Tokyo Auto Salon-ის ჩვენებაზე ჩიბაში მოიგო. ეს Las Vegas SEMA ჩვენების იაპონური ვერსია გახლავთ.
დღეს 650R R32 ახალ მფლობელს ეკუთვნის: რეჯი დრეპერი ტექსასიდან. დრეპერმა ავტომობილის შეძენა იმ წამს გადაწყვიტა, როდესაც გასაყიდ განცხადებას Top Secret-ის ვებ-გვერდზე გადააწყდა. ის ზუსტად ისე მოიქცა, როგორც Shelby-ს თავგადაკლული შეძლებული გულშემატკივრები მოიქცეოდნენ თუ ქეროლის რომელიმე პირად პროექტს ნახავდნენ. დრეპერის ბავშვობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ვიდეო თამაშმა Gran Turismo-მ და Best Motoring-მა.
„მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ ავტომობილს, როგორც ხელოვნების ნიმუშს ისეთი ცხოვრება ჰქონდა. გარდა ამისა, მინდოდა, რომ მისი ხელმოწერა მქონოდა. ფერის შესაბამისი ოქროსფერი მარკერი შევიძინე და იაპონიაში, მისტერ ნაგატას გავუგზავნე. მან ხელმოწერა ძრავის ხუფზე, კოკპიტზე და მძღოლის Recaro-ს სავარძელზე დაიტანა“.
JDM ავტომობილის იმპორტი სირთულეებთანაა დაკავშირებული, რის გამოც დრეპერმა დასახმარებლად Toprank International Vehicle Importer-ს მიმართა. Toprank-ი აშშ-ს ყველაზე სანდო JDM ავტომობილების იმპორტიორად ითვლება. კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ეს ავტომობილი იაპონიაში ერთხელ იხილა. მისი აშშ-ში იმპორტირების საქმეში ჩართვა კი არასდროს წარმოედგინა. „ასობით Skyline GT-R-ში, რაც აშშ-ში შემოგვიყვანია, ეს საუკეთესოა“- განაცხადა ბრაიან იანუშმა.
მიუხედავად ყველაფრისა, დრეპერისთვის ეს მარტივი გასეირნება არ გამოდგა. მას რამდენიმე დაბრკოლების გადალახვა მოუწია. ყველაზე მთავარი პრობლემა Recaro Profi SPG-ის ვიწრო სავარძელი იყო, რომელიც ის ამავე ბრენდის სხვა მოდელით ჩაანაცვლა. ფერი, რა თქმა უნდა, შესაბამისი იყო, შოვნა კი საკმაოდ გაჭირდა და მფლობელმა ძიების რთული პროცესი გაიარა.
რა უნდა უყოს კაცმა Top Secret-ის Skyline-ს? დრეპერი იმდენად აფასებს ნაგატას ნამუშევარს რომ ის ნებისმიერ დიზაინერულ ცვლილებას ერიდება. არც საათში 200 მილის განვითარება განიხილება. აქ ასეთი გიჟი არავინაა. ნაგატას გარდა არავინ.