ინჟინერიის ნამდვილი შედევრი: 2020 წლის Audi S8
Aa
Aa

ინჟინერიის ნამდვილი შედევრი: 2020 წლის Audi S8

2020 წლის S8 ინჟინრების ნამდვილი შედევრია, რამაც ის ავტოსამყაროში მოთხოვნად მანქანად აქცია. S8-ს შესაქმნელად „აუდიმ“ ელიტური სედანი A8 აიღო და მას მეტი ძალა დაუმატა. „ტვინ-ტურბო“ V8 ძრავა სიმძლავრეს უზრუნველყოფს, უფრო მყარი დაკიდების სისტემა და განახლებული მუხრუჭები კი ამ მანქანას მეტ მოქნილობას მატებს. ექსტერიერსა და ინტერიერში მცირე განახლებებია, თუმცა ეს ავტომობილი მის მონათესავე A8-ს ძალიან ჰგავს. ეს მანქანათ გაბარიტებით ძალიან დიდია და მისი გარეგნობა სატრაბახოდ მაინცდამაიცნ არ გამოდგება, თუმცა ის ტექნოლოგობიეთიაა სავსე და ეს ყველაფერი მას BMW 7-series და Mercedes-Benz S-class-ის კონკურენტად ხდის.

 

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

2020 წლის S8 Audi-ს ოჯახში განახლებული სტილით, სრულიად მოდერნიზებული აგრეგატით და ახალი ტექნოლოგიებით დაბრუნდა.

 ფასი:

  • S8: $130,495

როგორც ხედავთ, S8-ს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. საბედნიეროდ, მანქანა იმდენი თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომ ფასს ნამდვილად ამართლებს: სრულიად ციფრული მონაცემთა დაფა, ინტერიერის კარგი მატერიალი, მასაჟორიანი წინა სავარძლები და ა.შ.  Cold Weather პაკეტის შეძენის შეთხვევაში, თქვენ ხელის დასადების გათბობას და საქარე მინის ადაპტირებად საწმენდებს მიიღებთ. Executive პაკეტის შემთხვევაში კი - ლაზერულ წინა მაშუქებს და OLED უკანა მაშუქებს, წინა მაშუქების საწმენდს და უხილავი წერტილის მონიტორინგის სისტემას.

ძრავა და მართვადობა

S8-ს ძრავის მხოლოდ ერთი და სოლიდური არჩევანი აქვს:  „ტვინ-ტურბო“ 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა, რომელიც 563 ცხენის ძალას და 800 ნმ-ს გამოიმუშავებს. 4x4 სისტემითაა და 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ. 0-100კმ/სთ-ამდე 4 წამში ჩქარდება. მანქანას საწვავის ეკონომიის სისტემაც აქვს. ცილინდრის დეაქტივიზაცია შეუძლია. პატარა ელექტრო მოტორი და ბატარეა აქვს. აქტიურ დაკიდების სისტემას თითოეული თვალის კონტროლი შეუძლია, რაც ავტომობილის მართვადობას საგრძნობლად აუმჯობესებს. მოსახვევებში ის უკეთესია, ვიდრე მისი მონათესავე A8. კარბონ-კერამიკული მუხრუჭები პამატებითი არჩევანია.

საწვავის მოხმარება

მიუხედავად იმისა, რომ S8 ტექნიკურად ჰიბრიდია, მისგან Toyota Prius-ის მსგავს ეკონომიას არ უნდა ველოდოთ. 0.47-კილოვატიანი ლითიუმის ბატარეა საწვავის მოხმარებას 100კმ-ზე მხოლოდ 0.8 ლიტრით ამცირებს. ავტომობილის საშუალო წვა კი 100კმ-ზე 11. 4 ლიტრია.

 

ექსტერიერი და ინტერიერი

როგორც უკვე აღვიშნეთ, S8 ძალიან ჰგავს A8-ს. რაც ამ მოდელს უნიკალური ორმაგი ცხაურა, კარების ქვეშ უფრო დიდი ზღურბლი, ალიმინის შესახედაობის სარკეებია. გერმანელებმა ტექნოლოგიები აქაც არ დაიშურეს და, როცა კარს მანქანაში ჩასაჯდომად აღებთ,  დაკიდება ზემოთ 50მმ-ით იწევა, რაც ჩაჯდომას აადვილებს. როცა კარი იხურება, ზამბარები საწყის პოზიციას უბრუნდება და ავტომობილი ისევ დაბლდება.

თანამედროვე ტექნოლოგიები მანქანის ინტერიერშიც უხვადაა. სალონის დეტალები უმაღლესი ხარისხის მატერიალითაა შექმნილი. სავარძლები და მონაცემების დაფის ნაწილი ტყავითაა დაფარული. წინა სავარძლები თბება, გრილდება და მასაჟორიც აქვს. უკანა სავარძლებზე ნებისმიერი ზომის მგზავრისთვის საკმარისი ადგილია. Rear Seat Comfort პაკეტის შეძენის შემთხვევაში, უკანა სავარძლები ადაპიტირებადი იქნება და ყველა ის ფუნქციაც მოყვება, რაც წინა სავარძლებს აქვთ. პაკეტში საინფორმაციო-გასართობი სისტემის დისტანციური მართვის პულტიც შედის. 4-ზონიანი კლიმატ კონტროლი სტანდარტულია.  მანქანაში განათების სისტემა მრავალფერიანია. საბარგული, A8-ს მსგავსად, ძალიან ტევადია. მას 8 ჩემოდნის დატევა შეუძლია.

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

S8-ს ინტერიერი სავსეა თანამედროვე ტექნოლოგიებით. სენსორული ეკრანები კლიმატს, ნავიგაციას, აუდიო სისტემას აკონტროლებს. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 10.1-ინჩიანია, ქვედა კი 8.6-ინჩიანი. Apple CarPlay, Android Auto, Wi-Fi ჰოთსფოთი ხელმისაწვდომია. S8-ს დამტენის გამოყენებით, ტელეფონის დატენვა კაბელის გარეშეა შესაძლებელი. 17- დინამიკიანი Bang & Olufsen სისტემა ასევე სტანდარტულია.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

S8-ს შეჯახების ტესტები არც NHTSA და არც IIHS-ს ჩაუტარებია. Audi-ს უსაფრთხოების რამდენიმე სტანდარტული სისტემა აქვს, თუმცა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა დამატებითი არჩევანია. ძირითადი უსაფრთხოების სისტემებია:

  • სტანდარტული ავტომატური დამუხრუჭების სისტემა (ქვეითის ამოცნობის სისტემით);
  • სტანდარტული ზოლიდან გადასვაზე გაფრთხილება;
  • დამატებითი ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი.

შეჯამება

2020 წლის Audi S8 საკმაოდ შთამბეჭდავი ავტომობილია. მართალია, მისი გაბარიტები შესაძლოა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, თუმცა მისი მოქნილი დაკიდების სისტემით მართვა არ გაგიჭირდებათ.  S8 ინჟინრების ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ამ მანქანის მთავარი უპირატესობა კი მისი თანამედროვე ტექნოლოგიებია. მუსიკის მაღალი ხარისხითა და მაღალ ხმაზე  მოსმენის მოყვარულებისთვის ეს მანქანა საუკეთესო არჩევანია.  

მსგავსი სიახლეები