10 საუკეთესო ავტომობილი ძაღლის მფლობელებისთვის
Aa
Aa

10 საუკეთესო ავტომობილი ძაღლის მფლობელებისთვის

ხართ ძაღლის მფლობელი და საუკეთესო ავტომობილს ეძებთ? მაშინ ეს ტოპი თქვენთვისაა.

4-ფეხა მეგობართან ერთად გასეირნება ყველას უყვარს. თუ შორ მანძილზე წასვლას აპირებთ, მაშინ ამისთვის შესაფერისი ავტომობილიც დაგჭირდება. ამ საქმისთვის ყველა ავტომობილი არ გამოდგება. ამ სიაში თქვენ ნახავთ 10 ავტომობილს, რომლითაც თქვენი საყვარელი შინაური ცხოველი კომფორტულად იმგზავრებს.

SKODA SUPERB ESTATE

Skoda Superb Estate ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსალია ადეკვატურ ფასად. მისი შეძენა კიდევ უფრო გამართლებულია თუ თქვენ ძაღლი გყავთ. ბევრი სუვისგან განსხვავებით, ამ ავტომობილის საბარგულის ზღურბლი უფრო დაბლაა. ასე რომ, ძაღლი საბარგულში ადვილად ახტება და ჩამოვა. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა ძაღლი უკვე მოხუცია და ძველებური ენერგია აღარ აქვს. საბარგული 660-ლიტრიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლისთვის საკმარისზე დიდი სივრცეა.

LAND ROVER DEFENDER

ძაღლებს ბევრი სირბილი და თამაში უყვართ. ისინი ხშირად ისვრებიან. საბედნიეროდ, Land Rover Defender-ი ამ პრობლემას კარგად უმკლავდება. ეს ავტომობილი ხომ იმისთვისაა შექმნილი, რომ ტალახში იაროს. Defender-ის საბარგული რეზინით არის დაფარული, ამიტომ მისი გარეცხვა რთული არაა. არც სუნი ჩაჯდება. შედარებით დიდი ზომის ძაღლების პატრონებისთვის 110 ძარა უფრო შესაფერისია. 90-ის საბარგულის მოცულობა მხოლოდ 397 ლიტრია.  

MERCEDES-BENZ E-CLASS ESTATE

E-Class Estate-ის მთავარი უპირატესობა ძაღლის მფლობელებისთვის ის არის, რომ ამ ავტომობილს საბარგულის  lip არ აქვს. ძაღლს ჩაჯდომისას პრობლემა არ წარმოექმნება. თუ დამატებით თანხას გადაიხდით და პნევმატიკურ დაკიდების სისტემას მიიღებთ, ავტომობილის კიდევ უფრო დადაბლებას შეძლებთ. გარდა იმისა, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი თავს კომფორტულად იგრძნობს, Mercedes-ი ავტომობილის უკანა სავარძლების საბარგულისგან გასაცალკევებელსაც მოგყიდით და ტყავის სალონზე დარდიც არ მოგიწევთ.

LAND ROVER DISCOVERY SPORT

ეს ავტომობილი ძაღლების მფლობელმა შორის საკმაოდ პოპულარულია. ეს ავტომობილი სველ და მოყინულ პირობებში საუკეთესოა. მას 754 ლიტრის მოცულობის საბარგული აქვს, როცა მესამე რიგის სავარძლები დაკეცილია. Land Rover-ი ძაღლის აქსესუარების ფართო არჩევანს გვთავაზობს. დალიანდაგებულ, ბამბით ამოვსებულ დასაფენს გვთავაზობს, რომელზეც ჩვენი ოთხფეხა მეგობარი თავს კომფორტულად იგრძნობს. თუ ყველა სავარძლის გამოყენებას აპირებთ, მაშინ ეს ავტომობილი თქვენ აღარ შეგეფერებათ. თუ უკანა სავარძლები დაკეცილი არ არის, მაშინ საბარგულის მოცულობა მხოლოდ 157 ლიტრია.

CITROEN BERLINGO

ის შეიძლება ყველაზე კარგი შესახედაობის ავტომობილი არ არის, მაგრამ სანამ არ გამოცდით, ნუ ჩამოწერთ. თუ ერთზე მეტი ძაღლი გყავთ, ან თუნდაც, ძაღლების გასეირნების ბიზნესი გაქვთ, მაშინ ეს ავტომობილი იდეალური არჩევანია. საბარგული 770-ლიტრიანია. ზევით ასაწევი უკანა კარი ფართოდ იღება. ინტერიერში კი ნივთებისთვის ძალიან ბევრი ადგილი და მათ შორის ძაღლის აქსესუარებისთვისაც.

DACIA DUSTER

Dacia Duster-ი იმდენად ძვირი არ ღირს, რომ გული დაგწყდეთ, თუ თქვენი საყვარელი ძაღლი ინტერიერს გააფუჭებს. საბარგული 445 ლიტრის მოცულობისაა. ასე რომ, საბარგულში საკმარისი ადგილია. Dacia იაფიანი და მხიარულია. ინტერიერი ადვილად გასაწმენდი პლასტმასისაა, თუმცა ძაღლს ნაკლებად ადარდებს რით დაგყავთ. მთავარია, რომ ადგილი საკმარისია.

SKODA KAROQ

თუ შედარებით დიდი ზომის ძაღლი გყავთ და თანაც თქვენს ძაღლს მგზავრობისას ფანჯრიდან ყურება უყვარს, მაშინ უნივერსალზე რაღაც უფრო მაღალი დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში Skoda Karoq კარგი არჩევანია. 521 ლიტრის მოცულობის საბარგული გამძლე ნედლეულითაა დაფარული და თქვენი ძაღლისთვის იდეალური ადგილი იქნება. Skoda Pet Protection პაკეტსაც გვთავაზობს, რომელიც ძაღლის დამცავს და საბარგულის საფარს მოიცავს.

AUDI RS6 AVANT

ეს ავტომობილი ძლიერიცაა, პრაქტიკულიც და სახალისოც. ის ტევად A6-ზეა დაფუძნებული. RS6-ის საბარგული 565-ლიტრიანია. 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი AWD სისტემის საშუალებით თქვენი ოთხფეხა მეგობარი ყველაზე ცუდ გზაზეც კომფორტულად იმგზავრებს.

PEUGEOT 308 SW

308 SW ძაღლის მფლობელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია, თანაც ადეკვატურ ფასად. 660-ლიტრიან საბარგულში ერთზე მეტი ცხოველი დაეტევა. ამ ავტომობილში გამოყენებული ნედლეული ძნელად ცვდება, ამიტომ ნაკაწრებზე ან ნაკბილარებზე ფიქრი ნაკლებად მოგიწევთ.  ეს ავვტომობილი ძრავების ფართო არჩევანს გვთავაზობს, ამიტომ მისით მოგზაურობა, თქვენი ძაღლის გარდა, თქვენთვისაც სახალისო იქნება.

SKODA FABIA ESTATE

Fabia Estate ჰეჩბექზეა დაფუძნებული. საბარგულის მოცულობა 530 ლიტრია. თუ  თქვენი ბიუჯეტი Superb Estate-ს ვერ წვდება, მაშინ Fabia კარგი არჩევანია. საბარგულში ბევრი შესანახი ადგილია. ასე რომ, თქვენი საყვარელი ძაღლის აქსესუარებს სუფთად შეინახავთ.   

მსგავსი სიახლეები