Aa Aa
26 თებერვალი 2020  |  15:36

ახალი სპორტული SUV გერმანიიდან: 2021 VW Touareg R

  • ევროპის ბაზრისთვის Volkswagen Touareg სპორტულ R ვერსიას უშვებს
  • ძალოვანი აგრეგატი 456 ცხენისძალიანი Plug-in-Hybrid-ია
  • Touareg R-ის დებიუტი 2020 წლის ჟენევას ავტოშოუზე უნდა შემდგარიყო

წელს „ფოლკსვაგენი“ R სერიის პირველი Plug-in-hybrid-ის ვერსიის წარდგენას აპირებს.

Touareg R-ის ახალი ძალოვანი აგრეგატი 335-ცხენისძალიანი 3.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე V6-ისა და 134-ცხენისძალიანი ელექტროძრავისაგან შედგება. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი 700 ნმ მაბრუნ მომენტს ოთხივე თვალზე 4Motion all-wheel drive სისტემის დახმარებით ანაწილებს.

„ფოლკსვაგენი“ აცხადებს, რომ ელექტრო რეჟიმში ავტომობილს 140 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია, თუმცა სრულად ელექტრო რეჟიმში მანძილის დაძლევის დიაპაზონი ჯერჯერობით უცნობია.

ევროპაში Touareg-ის სპორტული ვერსიის ფასი, სავარაუდოდ, 70 000$-ზე მეტი იქნება.

 

 

გაზიარება: