ჰენრი ფორდ მეორის 1966 წლის Ford Mustang კაბრიოლეტი აუქციონზე გაიყიდება
უნიკალური "პონი ქარი" აუქციონზე გამოჩნდება.
ზოგიერთ ადამიანს დაუოკებელი სურვილი აქვს იმისა, რომ მდიდარი და ცნობილი ადამიანების ნივთები შეიძინოს. ასეთი ავტომოყვარულებისთვის აუქციონზე Henry Ford II's custom 1966 Ford Mustang GT K-code კაბრიოლეტი გამოჩნდა.
1966 წლის კაბრიოლეტით ჰენრი ფორდ მეორე საფრანგეთში ყოფნის დროს სარგებლობდა, სადაც ავტომობილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. ფორდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ავტომობილი 1966 წელს ყველაზე სწრაფი და დახვეწილი ყოფილიყო. მას K-Code პაკეტი დაუმატა და Mustang-ის ყველაზე ძლიერი ძრავა ჩაუსვა.
K-code ან HiPo ვერსიებს Ford-ის 4.7-ლიტრიანი "Windsor" V8 ატმოსფერული ძრავა ჰქონდა, ოთხკამერიანი კარბიურატორით, გაუმჯობესებული ცილინდრთა ბლოკის სახურავით და უფრო ძლიერი სარქველის ზამბარებით. ძრავა 271 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ძალა 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით უკანა თვლებს მიეწოდება. K-code ვერსიები მხოლოდ 13,200 ეგზემპლარად აიწყო და ეს ავტომობილი მათგან ერთ-ერთია. K-code ავტომობილები სისწრაფისთვის იყო შექმნილი. მას არ ჰქონდა ჰაერის გამაგრილებელი ან საჭის გამაძლიერებელი. ჰენრი ფორდმა გამაძლიერებელი სპეციალურად დააყენებინა.
ამ ავტომობილის საღებავის კომბინაცია უნიკალურია. Ford-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კაბრიოლეტის სახურავის დიზაინზეც იზრუნა და სალონზეც. AM რადიო და 8-სიმღერიანი კასეტის დამკვრელი, რომელიც ამ ავტომობილს აქვს, მოგვიანებით Mercury Cougar-ში გამოჩნდა. მსგავსი სავარძლები Cougar-ის 1967 წლის მოდელში ვიხილეთ. კარის პანელები კი 1968 წლის მოდელის პროტოტიპებში.
ჰენრი ფორდ მეორის პონი ქარი ბარეტ-ჯექსონის აუქციონზე ლას ვეგასში 17-19 ივნისს გაიყიდება. ამ ლოტზე მინიმალური ფასის შეზღუდვა არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი, ფასის მიუხედავად, აუცილებლად გაიყიდება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰენრი ფორდ მეორეს ავტომობილი იაფი ეღირება.