ეს არც თუ ისე მარტივია: როგორ განვასხვაოთ ძარის ტიპები ერთმანეთისგან
მანქანის ძარის ტიპების გარჩევა 21-ე საუკუნეში სულ უფრო რთულდება. სუვი თუ კროსოვერ სუვი? კუპე მხოლოდ 2-კარიანია, თუ 4-კარიანიც შეიძლება იყოს? არის კითხვები, რომლის პასუხებზეც ავტომწარმოებლებიც ვერ თანხმდებიან. ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ 10 ყველაზე პოპულარულ ძარის ტიპსა და მათ მახასიათებლებზე.
სედანი თანამედროვე განმარტებით არის მანქანა დახურული ძარით (მეტალის სახურავით). ძრავისთვის, მგზავრებისთვის და ტვირთისთვის მას განცალკევებული განყოფილებები აქვს. თუმცა, ეს განმარტება სედანს სხვა ტიპის ძარის ავტომობილებისგან დიდად არ განასხვავებს. მისი პრაქტიკული მახასიათებლებია:
- ძარის საყრდენი წინა და უკანა ფანჯრებს შორის, რომელიც სახურავს იჭერს.
- სავარძლების ორი მწკრივი
- სამ-განყოფილებიანი დიზაინი. წინ ძრავით და უკან ტვირთისთვის ადგილით
- უკანა სავარძელის მგზავრებისთვის უფრო დიდი სივრცე სახურავამდე და ნაკლები მსგავსება სპორტულ ავტომობილთან
- უკანა ინტერიერი სულ მცირე 93 მეტრ კუბი მოცულობის
ხანდახან იგულისხმება, რომ სედანს 4 კარი უნდა ჰქონდეს, რათა კუპესგან ადვილად განვასხვავოთ. თუმცა, რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ სედანს შესაძლოა ჰქონდეს 2 კარიც. 2010 წლიდან მანქანის მწარმოებლები კუპეებს და სედანებს ერთმანეთს სულ უფრო ამსგავსებენ.
.
2019 Mercedes-Benz A-Class
კუპე არის მყარი, დახრილსახურავიანი ავტომობილი სავარძლების ორი მწკივით. ხშირად არის კამათი იმაზე მხოლოდ 2-კარიანი ავტომობილებია ამ ძარის თუ შეიძლება რომ 4-კარიანი ავტომობილიც კუპედ მივიჩნიოთ. ეს კამათი მაშინ დაიწყო, როცა 2000-იანებში Mazda RX-8 და Mercedes-Benz CLS-Class კომპანიებმა 4-კარიან კუპედ გამოაცხადეს.
40-იანებში და 50-იანებში კუპეები სედანისგან თავს ზემოთ ნაკლები სივრცით განსხვავდებოდა. უფრო გვიან, როცა მანქანა ორივე ძარაზე იყიდებოდა, კუპე უფრო სპორტულ მოდელად მიიჩნეოდა.
ჰეჩბექი არის ავტომობილი, რომელსაც უკანა კარი მაღლა ეღება. უმეტესობას ორ-განყოფილებიანი ტიპი აქვს: საბარგული და მგზავრების ადგილი. უკანა სავარძლები ბარგის ადგილის გასაფართოებლად ხშირად დაკეცვადია. ჰეჩბექებს საბარგულში ხშირად დამატებითი თაროები აქვთ.
საბარგულის კარი უმეტესწილად ლიუკად მიიჩნევა. 2-კარიან ჰეჩბექს ბევრ ქვეყანაში სამ-კარიან ავტომობილს უწოდებენ. ხოლო ოთხ-კარიანს ხუთ-კარიანს.
2019 Chevrolet Sonic
ფურგონს და ჰეჩბექს საერთო ორ-განყოფილებიანი კონფიგურაცია აქვთ. სალონის საერთო მოცულობა მგზავრებისთვის და ტვირთისთვისაა. უკანა კარი იღება სახურავის დონეზე. ფურგონი ჰეჩბექისგან უფრო დიდი სიგრძით განსხვავდება. სხვა ტიპის განსხვავებებია:
- უკანა კარი უფრო ვერტიკალურია
- სავარძლების სამი მწკრივი
- უკანა დაკიდება შექმნილია მეტი ტვირთის სივრცისთვის
- უკანა კარი ჩამოდის ბამპერამდე
2019 Jaguar X-Type
სუვი (SUV) არის ავტომობილების კატეგორია, რომელიც სამგზავრო ავტომობილის ფუნქციებს ყველგანმავალის ფუნქციებთან აერთიანებს. მას მაღალი კლირენსი აქვს და 4x4 სისტემით არის.
არ არსებობს ტერმინ სუვის შეთანხმებული განმარტება. სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა განსაზღვრება აქვს. ზოგი განმარტების თანახმად, სუვი სატვირთოს ბაზაზეა აგებული. ძირითადად კი ყველა ავტომობილი, რომელსაც ყველგანმავალის ფუქცია აქვს სუვია.
ასეთი მოდელები პირველად 30-იან წლებში გამოჩნდა. The 1984 Jeep Cherokee (XJ) მიიჩნევა პირველ თანამედროვე სუვად. 1990-იანი წლებიდან სუვების პოპულარობა გაიზარდა.
2019 Volkswagen Tiguan compact SUV
კაბრიოლეტი არის ავტომობილი, რომლის მართვაც შესაძლებელია სახურავითაც და სახურავის გარეშეც. ტერმინი კაბრიოლეტი მოდის მსუბუქი, ორბორბლიანი ეტლის სახელწოდებიდან, რომელსაც სახურავი ეკეცებოდა და ორ მგზავრს იტევდა.
სახურავის დაფარების და გადახდის სტილი განსხვავდება ავტომობილის მოდელის მიხედვით. სახურავების უმეტესობა არის ნაჭრისგან, რომელიც იკეცება. კაბრიოლეტს ასევე შეიძლება მოხსნადი სახურავი ჰქონდეს, რომელიც დამზადებულია მეტალისგან ან პლასტმასისგან.
2019 BMW 8 Series Convertible
როდსტერი არის ორ-ადაგილიანი ღია ავტომობილი, რომელსაც სპორტული გარეგნობა აქვს.
ეს ტერმინი სათავეს მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს. ასე ეძახდნენ ცხენს, რომელიც სამოგზაუროდ შესაფერისი იყო. მოგვიანებით ეს ტერმინი ველოსიპედების სახელწოდებაზეც გავრცელდა. 1916 წელს „ამერიკის ავტომობილების ინჟინრების საზოგადოებამ“ როდსტერი განსაზღვრა, როგორც ღია ორ- ან სამადგილიანი ავტომობილი. იმის გამო, რომ მას სავარძლების მხოლოდ ერთი რიგი აქვს, ეს სავარძლები მანქანის შედარებით უკანა ნაწილში გადადის.
როდსტერი ასევე იყო სარბოლო მანქანა, რომელსაც 50-იან და 60-იან წლებში United States Auto Club-სა და Indianapolis 500-ზე ატარებდნენ. მოგვიანებით ეს ავტომობილები უკანა წამყვანიანმა მანქანებმა ჩაანაცვლა.
Alfa Romeo 4C Spider
პიკაპი არის მსუბუქი დანიშნულების სატვირთო დახურული სალონით და ღია საბარგულით.
ტერმინ პიკაპის წარმოშობის ისტორია უცნობია. Studebaker-მა ეს სიტყვა 1913 წელს გამოიყენა და 30-იანი წლებიდან ის ის სტანდარტული ტერმინი გახდა.
1950-იან წლებში პიკაპის შეძენა ყოველდღიური გამოყენების მიზნით დაიწყეს. 90-იანებში პიკაპს მისი დანიშნულებით მხოლოდ მისი მფლობელების 15% პროცენტი იყენებდა.
სრული ზომის პიკაპებს და სუვების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები არიან GM, Ford, და Fiat Chrysler Automobiles.
2019 Chevrolet Colorado
ვენი არის ავტომობილის ტიპი, რომელიც ბარგის გადასატანად ან ადამიანების გადასაყვანად გამოიყენება. ეს სახელი სიტყვა ქარავანისგან წარმოიშვა.
იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა ვენი ის შესაძლოა უფრო პატარა იყოს, ვიდრე სატვირტო და სუვი და უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილი.
Mini MPVs, Compact MPVs და MPVs არის პატარა ვენები, რომლებიც ცოტა რაოდენობის ადამიანების გადასაყვანად გამოიყენება. ვენები, რომლებსაც მხოლოდ წინ აქვთ სავარძლები ტვირთის გადასატანად გამოიყენება.
2019 Kia Sedona
ქროსოვერ სუვი არის სპორტული საზოგადოებრივი სარგებლობის ავტომობილი, რომელსაც უჩარჩოო ძარა აქვს. ქროსოვერში ყურადღება გამახვილებულია სალონის კომფორტულობაზე და ნაკლებად ყველგანმავალ ფუქციებზე. ქროსოვერების უმეტესობა 4x4 სისტემით არ არის.
ხშირად არის კამათი იმაზე, რომელ ტიპს უნდა მივანიჭოთ ესა თუ ის ავტომობილი: ქროსოვერს თუ სუვს. ხშირად ტერმინი სუვი გამოიყენება ქროსოვერების და სუვების აღსანიშნადაც.