Porsche, Pininfarina
Aa
Aa

9 ავტომობილი, რომლებსაც Porsche სიამოვნებით დაივიწყებდა

Porsche მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია თავისი შესანიშნავი ისტორიით და რბოლებში მიღწეული წარმატებებით. მათ ავტომობილებს წარდგენა არ სჭირდება. მათი ნაწილი უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია. თუმცა, არსებობს რამდენიმე მოდელი, რომელიც იმდენად წარმატებული არ გამოდგა, როგორ ბრენდი ელოდა. დღეს ჩვენ სწორედ ამ ავტომობილებზე გესაუბრებით.

 

Porsche 989

თუ ფიქრობთ, რომ Porsche Panamera ბრენდის 4-კარიანი სედანის შექმნის პირველი მცდელობა იყო, მაშინ თქვენ ცდებით. 1988 წელს Porsche-ს მდიდრული ავტომობილების მიმართულების განვითარება უნდოდა და ეს წინა ძრავიანი 928-ით დაიწყეს. იმავე წელს კი 989 გამოუშვეს.

ეს უნდა ყოფილიყო Porsche-ს 4-კარიანი სედანი, რომელიც 911 დაემსგავსებოდა.

ძრავა 3.6-ლიტრიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. საბოლოოდ, 4.2-ლიტრიანი V8 ძრავა გამოიყენეს. ცხენის ძალების რაოდენობა 350, მაქსიმალური სიჩქარე კი 278კმ/სთ იყო. ის 1 571კგ-ს იწონიდა.  

989-ის წარმოება 928-ის წარმატებაზე იყო დამოკიდებული, რომლის გაყიდვებიც სწრაფად ჩავარდა. 1991 წელს 989-ის წარმოება გადაიდო და საბოლოოდ შეჩერდა კიდეც. დიზაინის ზოგი დეტალი, მაგალითად, მაშუქები 996 მოდელში გამოიყენეს.

PORSCHE 942 “VIERSITZER” & 928-4

Porsche 928-ს ბევრი ვერსია ჰქონდა, ამიტომ, ალბათ, ყველა არ გემახსოვრებათ. კომპანიამ ამ მოდელის Shooting Brake ვერსიის შექმნა ორჯერ სცადა. პირველად ეს 1984 წელს მოხდა და მას 942 ‘Viersitzer” (4-ადგილიანი) უწოდეს.

ავტომობილს 25სმ-ით გრძელი თვლების ბაზა ჰქონდა, ვიდრე სტანდარტულ 928-ს. ძრავა - 5.0-ლიტრიანი V8 928 S4-დან.

928-4-ს 310 ცხენის ძალა და 420ნმ ჰქონდა. მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ. წონა 1 625კგ.

1986 წელს Porsche-მ AMG-სთან ერთად თვლების რამდენიმე გრძელბაზიანი ავტომობილი შექმნა. 1987 წელს 928-4 მივიღეთ, რომელსაც ჩვეულებრივი 928-ს წინა მაშუქები ჰქონდა. უკანა კარი კი Mazda RX-8-სას და Toyota FJ Cruiser-ისას ჰგავდა.

ამ ავტომობილებიდან ერთ-ერთი ახლა შტუტგარტის მუზეუმში ინახება. პირველ შემთხვევაში ავტომობილის სტრუქტურა წარმოებისთვის ზედმეტად რბილი იყო და ფერდინანდ პორშეს ის 75-ე დაბადების დღეზე გადასცეს.

PORSCHE 911 B17 PININFARINA

1969 წელს Porsche-მ გადაწყვიტა, რომ შეექმნა 911 უკან მგზავრებისთვის საკმარისი ადგილით. მათ სტანდარტული 911 აიღეს და საქმეში Pininfarina ჩართეს იმისთვის, რომ თვლების ბაზა 20.3 სანტიმეტრით გაეწელა. უკანა სავარძელზე მგზავრები კომფორტულად უნდა დატეულიყვნენ. შედეგად 2+2 კუპე ასაწევი კარით მივიღეთ.

მენეჯმენტი ავტომობილის დიზაინით კმაყოფილი არ იყო. ეს ავტომობილი კი მხოლოდ კომპანიის არქივში დარჩა.

PORSCHE 911S XLWB (EXTRA LONG WHEELBASE) / C20

Porsche 911-ით ექსპერიმენტირებას არ ერიდებოდა. ბოლოს ის პირდაპირი მნიშვნელობით გაწელა კიდეც. Pininfarina-ს B17 ვერსიის შემდეგ, გადაწყვიტეს, საკუთარი ვერსიაც შეექმნათ. სამწუხაროდ, 1970 წლის პროტოტიპზე ბევრი ინფორმაცია არ არსებობს. ის კი ცნობილია, რომ ის Porsche 911S-ზე იყო დაფუძნებული და 2.2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 125 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.   

როგორც ამბობენ, XLWB სტანდარტულ მოდელზე სულ მცირე 20.3სმ-ით გრძელი იყო. მისი წინაპარივით, ის წარმოებაში ვერ მოხვდა, მაგრამ, ეს რომ მომხდარიყო, მას Porsche 915 ერქმეოდა.

PORSCHE 911 (901) CABRIOLET

პირველი Porsche 911 კაბრიოლეტი 1983 წელს გამოვიდა. თუმცა, კაბრიოლეტის კონცეპტი მანამდეც არსებობდა და ის წარმოებაში ვერ მოხვდა. მისი დებიუტი 1964 წელს პარიზის ავტოშოუზე შედგა. ის გვიჩვენებდა, როგორი იქნებოდა 911-ის რბილსახურავიანი ვერსია.

პირველი პროტოტიპი 911 Targa-ს სახით გამოჩნდა. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ 901 შასის სიძლიერე შეემოწმებინათ. ამისთვის, მათ Targa-ს უბრალოდ სახურავი მოაჭრეს. 901 კაბრიოლეტი Karmann-მა შექმნა. 901 კაბრიოლეტი მხოლოდ 2 ეგზემპლარად აიწყო.

PORSCHE 984 JUNIOR / PORSCHE-SEAT PS

1980-იან წლებში Seat-მა Porsche-სთან 4-ცილინდრიანი ძრავის შექმნაზე თანამშრომლობა გადაწყვიტა.

ამ თანამშრომლობამ შუაძრავიან სპორტულ ავტომობილთან მიგვიყვანა. ეს იყო 3 675 მილიმეტრის სიგრძის და 1 000 მილიმეტრის სიმაღლის ავტომობილი. მას Porsche-ს 1.5-ლიტრიანი ძრავა უნდა ჰქონოდა, რომელიც 100 ცხენის ძალას და 128ნმ-ს გამოიმუშავებდა. ის 5-სიჩქარიანი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობდა. სპორტული ავტომობილი 880კგ-ს იწონიდა.

გაურკვეველი მიზეზით, ეს პროექტი Seat-თან ერთად არ განხორციელდა. Porsche შუაძრავიანი ავტომობილის იდეას ვერ თმობდა. ამიტომ გადაწყვიტეს საკუთარი დიზაინი შეექმნათ. მათ ქმნილებაზე 8928-ის უდიდესი გავლენა იგრძნობოდა. ახალ მოდელს 984 Junior-ი უწოდეს. მონაცემთა დაფა პირდაპირ 944 მოდელიდან აიღეს.

საბოლოოდ, 984 Junior-მა ოთხივეწამყვანი სისტემა და ჰაერით გაგრილებადი 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა მიიღო, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ავტომობილი წარმოებაში ვერ მოხვდა, თუმცა Boxter-ს დაუდო დასაბამი. მოდელს, რომელმაც Porsche გაკოტრებისგან იხსნა.

PORSCHE 965

კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო წარმოებაში ვერ ჩაეშვა Porsche 965 იყო. ის იმისთვის შეიქმნა, რომ შეემოწმებინათ, რამდენად იაფად შეეძლოთ ავტომობილის შექმნა. ის ოთხივეწამყვანი უნდა ყოფილიყო და წყლით გაგრილებადი Audi V8 უნდა ჰქონოდა. ეს ავტომობილი  საფეხურით უფრო იაფიან 964-სა და 95 მოდელებს შორის უნდა ყოფილიყო.

Audi-ს V8 ძრავას გარდა, რომელიც 989 მოდელში იყო მოთავსებული, სხვა ვერსიებიც განიხილებოდა. მათ შორის იყო 3.5-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც თავდაპირველად 959 მოდელისთვის შეიმუშავეს, ტურბოდაბერვის V-6 და Hanz Mezger-ის Indy რბოლების V-8.

საბოლოოდ, 965-მა 964 Turbo-ს 3.6-ლიტრიანი, ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი ძრავა მიიღო, რომელიც 360 ცხენის ძალას და 520ნმ-ს გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი - 5-სიჩქარიანი მექანიკური. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 282კმ/სთ.

სამწუხაროდ, Porsche-ს ხარისხის გაწირვის გარეშე ხელმისაწვდომი ავტომობილი არ გამოუვიდა, ამიტომ პროექტი ჩავარდა.

PORSCHE C88

1990-იანებში ჩინეთმა ბევრი ავტომწარმოებელი სამუშაოდ დაპატიჟა. ასე მივიდა Porsche ხელმისაწვდომი, საოჯახო ავტომობილის იდეამდე. C88 სულ რაღაც 4 თვეში შეიქმნა და Porsche-ს ბრენდის ემბლემები არ ჰქონდა.

ამ ავტომობილს ჩინეთისთვის შესაფერისი დანამატები ჰქონდა. მაგალითად, მხოლოდ ერთი საბავშვო ადგილი, რაც ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის პოლიტიკას შეეფერებოდა.

სახელი ასე უბრალოდ არ შეურჩევიათ. C – China-ს ჩინეთს ნიშნავს, 88 კი ჩინურ კულტურაში იღბლის მომტან რიცხვად მიიჩნევა. C88-ს 1.1-ლიტრიანი ატმოსფერული 4-ცილინდრიანი ძრავა 48-68 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მას 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. 0-100კმ/სთ-მდე 16.0 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 161კმ/სთ.

იმავე ინიციატივის გამო, Porsche 3-კარიან ჰეჩბექზეც მუშაობდა. C88-ს კი პიკაპის და უნივერსალის ვერსიაც უნდა ჰქონოდა. მაგრამ, მხოლოდ სედანი შეიქმნა. C88 ერთადერთ ეგზემპლარადაა და შტუტგარტის Porsche-ს მუზეუმში ინახება.

PORSCHE 597 “JAGDWAGEN”

1953 წელს Porsche-მ სამხედრო ავტომობილის პროტოტიპი შექმნა. მას WW2 "Kübelwagen"-ი უნდა ჩაენაცვლებინა, რომელიც VW Beetle-ის პლატფორმაზე იყო. “Jagdwagen” სანადირო ავტომობილს ნიშნავს. პროტოტიპს 1.5-ლიტრიანი ჰაერით გაგრილებადი 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. პროტოტიპის წონა 990კგ იყო. წარმოებული ვერსია კი 1090კგ-ს იწონიდა.  

Porsche 597 არმიის სამსახურში ვერ აღმოჩნდა. მას ,ეკონომიკური მიზეზების გამო, DKW Munga არჩიეს.

ავტომობილს კარები არ ჰქონდა, ამიტომ ზღურბლი მაღლა ასწიეს. კორპუსი Porsche-მ ააგო, მოგვიანებით კი ის Karmann-მა გააძლიერა.

მსგავსი სიახლეები