საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ27 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა 6,5 კილომეტრიანი გზა და დაიგო ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარი. რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური მონიშვნები და გზის შემოფარგვლის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 885 849 ლარი შეადგინა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია "NEW ROAD"-მა შეასრულა.
![](../../contentimage/205151283_5600982973309091_6717453421321007868_n.webp)
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი