BMW-ს მძღოლს Mt. Panorama მუდმივად სარბოლო ტრასა ეგონა
მძღოლმა სიჩქარის ლიმიტს ორჯერ გადააჭარბა.
ქალაქში სარბოლო ტრასების მოწყობა გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითისთვის, Circuit de la Sarthe-ზე ლე მანის 24 საათი ტარდება. მონაკოსა და ბაქოს ქუჩებში კი - ფორმულა 1-ს გრან პრი.
Mount Panorama-ც ერთ-ერთი ასეთი ტრასაა. სამხრეთ ახალ უელსში, ავსტრალიაში მდებარეობს და იქ Bathurst 1000 რბოლა და Bathurst-ის 12 საათი ტარდება ხოლმე.
სხვა დროს გზები ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. როგორც ჩანს, BMW-ს ამ მძღოლს თავი რბოლაზე ეგონა.
ავტომობილი 119კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა, როცა ტრასის მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 60კმ/სთ-ია.
როცა გააჩერეს, მძღოლმა თქვა, რომ ეგონა, სარბოლო ტრასაზე გადაადგილდებოდა. მძღოლი ან მართლა ვერ ერკვევა სარბოლო ტრასებში, ან სულელური მიზეზით სცადა თავის გამართლება, თუმცა, ჯარიმა არ ასცდა.
მას $1,900-ის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთვა. ავტომობილის სანომრე ნიშნებიც ჩამოართვეს და მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაუბრუნებენ.