სუპერგმირების 10 საუკეთესო ავტომობილი ან მოტოციკლი
Aa Aa

სუპერგმირების 10 საუკეთესო ავტომობილი ან მოტოციკლი

სუპერგმირებს განსაკუთრებული, სუპერძალა აქვთ. ისინი დედამიწას შინაური და სხვა პლანეტებიდან მოსული მტრებისგან იცავენ. მათ ხშირად უწევთ დადევნება, გაქცევა და ტრიუკების ჩატარება. რა თქმა უნდა, ამისთვის მათ გადაადგილების შესაფერისი საშუალებაც სჭირდებათ. სანამ Deadpool მხოლოდ ტაქსით დადის, სხვა სუპერგმირები სუპერშესაძლებლობების ავტომობილებს ამჯობინებენ.

წლების განმავლობაში სუპერგმირებზე ფილმებში ბევრი საინტერესო ავტომობილი თუ მოტოციკლი ვიხილეთ. ამ სიაში კი თქვენ სუპერგმირების გამორჩეულ ავტომობილებს და მოტოციკლებს შეხვდებით. 

Hyundai Veloster Ant-Man-იდან

Ant-Man-ის ფილმები მისი გამორჩეული იუმორითაა ცნობილი. პოლ რუდის პერსონაჟი მეორე ნაწილში რამდენიმე მინიატიურულ ავტომობილს იყენებს. მათ შორისაა იისფერი Hyundai Veloster-ი, რომელსაც ცეცხლის გრაფიკები აქვს.  

დევნის სცენაში, ფილმიდან Antman and The Wasp, საჭესთან სკოტის დამხმარე ლუისი ზის. Veloster-ი დაბრკოლებების გასამკლავებლად ზომაში იზრდება და პატარავდება.

 შავი პანტერა და Lexus LC 500

Marvel-ის სუპერგმირის კუპეს ულტრათანამედროვე ტექნოლოგია აქვს, რომელიც Marvel-ის სამყაროში, მხოლოდ ვაკანდაში მოიძებნება. ეს ავტომობილი შავი პანტერასთვის ყველა დავალებას ასრულებს. მას გაქრობის უნარი აქვს. ასევე ამ ავტომობილს დისტანციურად შავი პანტერას და მართავს. სხვა მხრივ კი ეს სტანდარტული Lexus LC 500-ია. გამოსვლის დროს მისი ფასი $92,000-დან იწყებოდა.

Bumblebee

ამ სიაში მისი დანახვა შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ Bumblebee, შეიძლება ითქვას, რომ თავად არის სუპერგმირი. ეს ტრანსფორმერი დედამიწას დეცეპტიკონებისგან იცავს. წლების განმავლობაში მის როლს ბევრი სხვადასხვა ავტომობილი ასრულებდა და მათ შორის Chevy Camaro. 2018 წლის ფილმში „Bumblebee“ კი არც მეტი, არც ნაკლები, Volkswagen Beetle-ს სახით ვიხილეთ!

კაპიტან ამერიკას Harley-Davidson მოტოციკლები

პირველი შურისმაძიებელი 40-იანებიდან Harley-Davidson-ს მართავს, თუმცა, 2014 წლის ფილმში Captain America: The Winter Soldier მისი მოტოციკლეტები კიდევ უფრო ახლოს გავიცანით. მას უამრავი „ჰარლი“ ჰყავს, მათ შორის შავი ესთეტიკის Harley Street 750 და 1942 WLA “Liberator.” ხშირად ამ მოტოციკლებს სამხედრო აღჭურვილობა აქვს, სიჩქარე კი სუპერგმირისთვის შესაბამისია.

შავი ქვრივი და CHEVROLET CORVETTE STINGRAY

სკარლეტ იოჰანსონის გმირი, როგორც წესი მოტოციკლეტებს მართავს, მაგრამ ხანდახან 4 თვალს ამჯობინებს ხოლმე. როცა ამას აკეთებს, ეს ძირითადად მუქ ესთეტიკაში ხდება.

Captain America: The Winter Soldier-ში ის ჩაშავებული Chevrolet Corvette Stingray-თ გამოჩნდა. ერთადერთი სხვა ფერის დეტალი წითელი და ნარინჯისფერი ამრეკვლელები და ნატაშა რომანოვას წითელი თმა იყო.

Ghost Rider-ის Hell Cycle

წლების განმავლობაში ბევრი Ghost Rider-ი იყო, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ჯონი ბლეიზია. როცა ის დემონური ძალით ხდება შეპყრობილი იარაღს მოტოციკლს ესვრის და სწორედ ასე იბადება ლეგენდარული Hell Cycle.

მოტოციკლის ჯოჯოხეთური ძალა მას ყველა ტრიუკის შესრულებაში ეხმარება. ის Ghost Rider-ის სულთან არის დაკავშირებული, ამიტომ ყველგან პოულობს. რაც მთავარია, ჯოჯოხეთურად სწრაფია და ბორბლებზე ცეცხლი უკიდია.

2008 წლის Audi R8, „რკინის კაცი

ფილანტროპისტ, გენიოს, მილიარდერ ფლეიბოის სჭირდება მისი ტექნოლოგიებისთვის შესაფერისი ავტომობილიც. 2008 წლის Audi R8-ს 420 ცხენისძალა, 4.2 ლიტრიანი V-8 ძრავა აქვს, რომელიც 100კმ/სთ-ამდე 4.6წმ-ში ადის. მისი სტრუქტურა ალუმინისა და მაგნიუმისგანაა აგებული. „აუდიმ“ შეძლო რეჟისორი ჯონ ფაროუ დაერწმუნება ამ მანქანის ფილმში გამოყენებაზე.

ბოლო ბრძოლის დროს უნდა ყოფილიყო სცენა, სადაც შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ტონი სტარკი R8-ს ატარებს. ის მოწინააღმდეგეს უნდა დასჯახებოდა. მანქანა უნდა გადმოყირავებულიყო და შემდეგ ის რკინის კაცს შუაზე გადაეტეხა. ავტომობილის გადატეხა ვერ შეძლეს, რის შემდეგაც სცენარის შეცვლა მოუწიათ  ფილმის შემდეგ Audi R8 იყო ცნობილი, როგორც „რკინის კაცის მანქანა“.

რკინის კაცი და AUDI E-TRON GT

გასაკვირი არაა, რომ მილიარდერ ტონი სტარკს ბევრი კარგი ავტომობილი ჰყავს. Avengers-ის ბოლო სერიაში Endgame-ში, ის Audi e-tron GT-ის საჭესთანაა. ეს ავტომობილი შურისმაძიებლებში ეფექტურად, ხმაურით ჩნდება, რაც უცნაურია, რადგან წესით ელექტრო ავტომობილს ხმა არ უნდა ჰქონდეს.

სპოილერი! თუ R8 ტონი სტარკის პირველი ავტომობილია, მაშინ e-tron GT შეიძლება მის ბოლო ავტომობილად ჩავთვალოთ. ეს ავტომობილი რკინის კაცთან გამომშვიდობებას ყველაზე მეტად უხდება. ელექტრომობილი, რომელიც Marvel-ის სამყაროს და ზოგადად ავტოინდუსტრიის იმედია.  

ბეტმენი და ტიმ ბარტონის ბეტმობილი

 

„ბეტმობილი“, ჯეიმს ბონდის მანქანების მსგავსად, წლებია პოპულარობას ინარჩუნებს. ის ბევრი ბავშვისა, თუ ზრდასრული ადამიანის ოცნების მანქანაა.

წლების განმავლობაში ეკრანზე უამრავი ლეგენდარული ბეტმობილი გამოჩნდა. ერთ-ერთი საუკეთესო კი ტიმ ბარტონის 1989 წლის ფილმში ვიხილეთ. მასში ბეტმენის როლს მაიკლ კიტონი ასრულებდა. ზოგიერთი დეტალი 60-იანების ბეტ მობილიდან გადმოიტანეს. თუმცა, ის სუპერგმირის წინა ავტომობილებიდან ტექნიკურად ძალიან განსხვავებულია. ტიმ ბარტონმა შთაგონება რიჩარდ ნობლის Thrust 2-ით დამყარებული რეკორდიდან აიღო. ახალ ბეტმობილთან შესაფერებლად კიტონის კოსტიუმის გარდაქმნაც მოუხდათ. ავტომობილს დისტანციური კონტროლი, ხმით აქტივიზაცია და ფარის სისტემა დაემატა. ამ ავტომობილის ვერსია Batman Returns-შიც გამოჩნდა.

Batmobile/Tumbler, „ბეტმენი: დასაწყისი

რა თქმა უნდა, ამ სიაში მხოლოდ ერთი ბეტმობილი ვერ მოხვდებოდა. DC-ის სუპერგმირი ყოველთვის საუკეთესო ავტომობილის საჭესთანაა.

Batmobile/Tumbler კრისტოფერ ნოლანის ფილმებში „ბეტმენი: დასაწყისი” და „შავი რაინდი“ არის ვიზუალურად და ტექნიკურად ყველაზე დახვეწილი მანქანა. ტანკის მსგავსი Tumbler-ი 100კმ/სთ-მდე ხუთ წამში ადის. მთლიანად კი 65 კარბონის ნაწილი აქვს.

ის, რაც ამ მანქანას განსაკუთრებულად ხდის ის ფაქტია, რომ ის მთლიანად ნამდვილია და არა კომპიუტერული გრაფიკა.

გაზიარება: