დომენიკ ტორეტოს F9 Charger-ზე მისმა შემქმნელებმა ისაუბრეს
Aa
Aa

დომენიკ ტორეტოს F9 Charger-ზე მისმა შემქმნელებმა ისაუბრეს

ინტერიერი 1968 წლის Charger-ისა, რომელსაც დომენიკ ტორეტო „ფორსაჟის“ მეცხრე სერიაში მართავდა, საკმაოდ მშრალია. ასე რომ მთელი ქიმია ავტომობილს მძღოლსა და ძრავას შორისაა. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი გიჟურად სწრაფია.

SpeedKore მასლქარების მოდიფიცირებითაა ცნობილი. მათ 1968 წლის მოდელში 6.2-ლიტრიანი Hellcat Hemi V-8 ძრავა ჩასვეს.

SpeedKore-ის კონსტრუქტორმა ლილ ბრამერმა და ინჟინერმა ტომ პორტერმა მათ ნამუშევარზე ისაუბრეს.

„ის ძალიან ხმამაღალია. 707-ცხენისძალიანი ძრავის ხმა ვინტაჟურ რბოლებს მახსენებს. როცა მას მართავ, შენი ყველა გრძნობა ამაღლებულია“. - ამბობს პორტერი.

1968 წლის Dodge Charger-ს კარბონის პანელები და ალუმინის ჩარჩო აქვს. Brembo-ს 6-დგუშიანი მუხრუჭები, Lamborghini Graziano-ს წამყვანი ხიდი, შუაში მოთავსებული Hellcat-ის ძრავა აღჭურვილობის ყველაზე საინტერესო ნაწილებია.   

„რამდენიმე კონცეპტის ვერსია განვიხილეთ, შემდეგ კი ქაფისგან და წებოსგან მოდელის აწყობა დავიწყეთ. გვაინტერესებდა, როგორი გამოვიდოდა. ფოტოები გადავუღეთ და რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო“. - ამბობს ბრამერი.

როგორც წესი. ამ პროცესს 2 წელი სჭირდება ხოლმე. ამ გუნდმა კი ეს საქმე 1 წელზე ნაკლებ დროში შეასრულა.

დასაწყისისთვის გუნდმა ორიგინალი Charger-ი დაასკანერა. შემდეგ, საჭირო ნედლეული გამოთვალეს. კარბონი დეტალებზე ციფრულად ედება. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ეს პროცესი ამ ავტომობილის მაღალ ფასს განაპირობებს, რომელიც $500,000 - $750,000 ფარგლებში მერყეობს.

„კარბონი ძალიან ძვირი ღირს და გინდა დარწმუნდე, რომ არაფერი გეშლება. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. იგივე ეხება ტყავის დეტალებს“.- ამობს პორტერი.

უკან შუშაა, რომლიდანაც ძრავა ჩანს. შუშის მოხსნა ერთი ადამიანისთვის მარტივი საქმეა. გუნდი ამ მიგნებით ძალიან კმაყოფილია.

ყველა ამ სამუშაომ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. დანარჩენს კი უკვე ავტომოყვარულების ფავორიტი ფილმის მეცხრე სერიაში ნახავთ.

მსგავსი სიახლეები