Cigarette Nighthawk-ი კატერების AMG Black Series-ია
AMG Black Series-ზე დაფუძნებული 2250-ცხენისძალიანი კატერი.
Mercedes-AMG GT Black Series-ი ავტომწარმოებლის ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია, თუმცა, მას ერთი ნაკლი აქვს: მხოლოდ მიწაზე დადის. როცა დედამიწის დიდი ნაწილი წყლითაა დაფარული, შენს საყვარელ Black Series-ს ყველგან ვერ წაიყვან. Mercedes-შ- ამაზე იფიქრეს და გამოსავალიც იპოვეს: AMG GT Black Series წყალზე. მას Cigarette 41’ Nighthawk AMG Black Series ჰქვია და შესანიშნავად გამოიყურება.
მისი შემქმნელი Cigarette Racing-ია კომპანია, რომელიც წლებია სარბოლო კატერების შექმნაზე ზრუნავს. ის AMG-ის გუნდის საუკეთესო პარტნიორია. Cigarette Racing-ი AMG-ის ძრავებს არ იყენებს. კატერებში ხუთ Mercury Racing V8 ძრავას სვამს. 4.6-ლიტრიანი V8 ძრავა 2250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე - 145კმ/სთ.
ეს კატერი ელვასავით სწრაფია. ინტერიერში საკმაოდ დიდი ადგილია, სავარძლები კი კომფორტულია. ეს 2000+ სიჩქარიანი კატერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, Nighthawk-ი AMG GT Black Series-ის სტილშია. ექსტერიერი ნარინჯისფრისა და შავის კომბინაციაშია.
რა იქნება მისი ფასი, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ადვილი მისახვედრია, რომ AMG GT Black Series-ზე ძვირი ეღირება ($325,000), მაგრამ მას, ვინც წყალზე სწრაფ კატერს ეძებს, ამ შედევრში ფული არ დაენანება.